7
Oct
2016

გზა სიბნელიდან სინათლისკენ – Pedigree–ის სევდიანი ისტორია ბედნიერი დასასრულით

7 Oct 2016

Elit Electronics


მხედველობა ის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის, რაც ნამდვილად უნდა დავაფასოთ. უბრალოდ, სულ ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა საშინელებაა, როდესაც ერთხელაც დილით ახელთ თვალებს, მაგრამ გარშემო სიბნელის მეტი არაფერია. ამ დროს მთელი ცხოვრება თავდაყირა დგება და ყველაფერი ძირფესვიანად იცვლება. Pedigree–მ ამ თემასთან დაკავშირებით, საკმაოდ სევდიანი და ამავდროულად, ძალიან თბილი ვიდეორგოლი შემოგვთავაზა.

 

მარტოხელა დედა, რომელიც ყოველ დღეს შვილის ბედნიერი და ლამაზი სახის ყურებით იწყებდა, ერთ დღესაც სრულ წყვდიადში აღმოჩნდა. დეპრესია, სასოწარკვეთილება, უიმედობა, შიში და უმწეობა, მხედველობის დაკარგვას ეს საშინელი განცდები მოყვა. ყველაფერს დაემატა ექიმების დასკვნა: “ვერაფერს გავაკეთებთ!” ამ დროს ორი გამოსავალია: ან უნდა მიეცე სასოწარკვეთილებას, ან იპოვო საკუთარ თავში ძალა და ახალ, ბნელ ცხოვრებას ძლიერად შეხვდე. თუმცა, როდესაც მარტოხელა დედა ხარ არჩევანის საშუალება დიდად არც არის, რჩება მეორე ვარიანტი და მისთვის საჭიროა იმ ძალის, საშუალების მოძებნა, რომელიც ცხოვრებას გაგაგრძელებინებს.

Pedigree–ის ისტორიაში ეს ძალა ლაბრადორის ლეკვი აღმოჩნდა. თავიდან მხედველობადაკარგულ პატრონს ეჭვი ეპარებოდა მასში, მაგრამ მოგვიანებით მისი მთავარი საყრდენი ძალა გახდა. ერთგული მეგობარი ცხოვრების მეგზური გახდა, დამხმარე და გზა სიბნელიდან სინათლისკენ.

განხილვა