in

გზა „თეგეტამდე“ – გზა წარმატებისკენ

ოცნებობდა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა – სუნამოების. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩააბარა და ოცნების ასრულებამდე კაპიტალის დასაგროვებლად არაერთი სამსახური გამოიცვალა. მერე პანდემია დაიწყო და ელენეც სხვებივით სახლში გამოიკეტა. მეგობარმა „თეგეტა აკადემიაში“ რეზიუმეს გაგზავნა შესთავაზა. ორივემ ერთმანეთის ხათრით ძალები მოსინჯეს, თუმცა მანქანები რატომ აირჩიეს, არ იცოდნენ. ასე მივიდა აკადემიის კარამდე ელენე მაზმიშვილი – იქიდან კი ავტოსამყაროზე შეყვარებული დაბრუნდა.

„პირადად ჩემთვის, სრულიად უცხო იყო ეს სფერო. კი, მანქანაა და რაღაც ტერმინები ხან მამისგან, ხან ძმისგან, შეიძლება, გაგებულიც გქონდეს, მაგრამ როცა თავად შეეხები მანქანას, ხვდები, რომ სულ არაფერი გცოდნია. დღეს კი უკვე თამამად შემიძლია ვთქვა – ვიცი მანქანის სრული აგებულება“. 

სირთულეები ხიბლავს, მოსწონს რისკი და არაფრის, საერთოდ არაფრის ეშინია. დიდი შრომის, სწავლის და მონდომების ხარჯზე უკვე „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელია. ოცნებების ნაცვლად მიზნებს ისახავს და ყველაფერს აღწევს. ახლა  გაყიდვების კონსულტანტია საბურავების განხრით. უკვე ხუმრობით საბურავების დედოფალსაც ეძახიან.

„როცა აკადემიელი ხარ,  უფრო მეტი მოგეთხოვება,  მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია. დღეს უკვე ყველა გამოცდა ჩაბარებული მაქვს, წარმატებით ვმუშაობ და ძირითად შემთხვევაში კომპლიმენტებს ვიღებ. შეფასებები ასეთია ხოლმე – ,,აუუ, რა მაგარია, გოგო ხარ და რა კარგად იცი მანქანა“. ეს მავსებს ყველაზე მეტად“. 

ყველა აკადემიელი თანხმდება იმაზე, რომ ამ სივრცეში მოხვედრა განვითარების იდეალური შანსია, იმაზეც, რომ კომპანია შესაძლებლობას გაძლევს წინ წახვიდე,  დაწინაურდე და საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინო.

ახალ სტუდენტებს, „თეგეტა აკადემიაში“, უკვე ელოდებიან. განაცხადების მიღებაც დაწყებულია და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. ელენეს მსგავსად, ახალმისულებიც ჯერ თვე-ნახევრიან თეორიულ კურსს და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. შემდეგ კი გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერის ან პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდებიან.

მანქანის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ ჰქონია შმაგი შანგუას. 24 წლის ბიჭს უკვე დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, თუმცა არანაირი კვეთა ავტოსამყაროსთან. სოციალურ ქსელში მომხიბლავ შეთავაზებას წააწყდა – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“. ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება გადაწყვიტა და კარიერის თავიდან დაწყება სცადა.

„არ მეგონა, თუ ასეთი ინტენსიური სწავლება იქნებოდა. სხვათა შორის, კურსის მიმდინარეობისას არამარტო მანქანის ნაწილებს ვსწავლობდით, არამედ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გავდიოდით, მაგალითად როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, არ დავკარგოთ მოტივაცია, ვიაროთ წინ“. 

მრავალფეროვანი, დატვირთული გზის გავლა მარტივად შეძლო, ალღო აუღო და საყვარელ, აზარტულ საქმედ აქცია. უკვე ოფიციალური თანამშრომელია, თუმცა სწავლას მუშაობის პროცესშიც განაგრძობს.

„კურსის მიმდინარეობისას საფუძვლიანად შევისწავლე ყველაფერი. რასაც თეორიულად ვსწავლობდით პრაქტიკაში ვახორციელებდი, მაგრამ თვე-ნახევარში რომ ავტოსფერო ამოწურო შეუძლებელია. ყოველ დღე, ახალ-ახალი დეტალი ჩნდება, სულ განვითარებაზე და წინსვლაზე უნდა ვიფიქროთ“. 

როგორც წარმატებულმა კურსდამთავრებულმა კარიერა „თეგეტაში“ განაგრძო და ნაწილების მიმართულებით გაყიდვების კონსულტანტის პოზიცია დაიკავა – მისთვის ყველაზე საინტერესო მიმართულება.

ვისაც ჯერ კიდევ აშინებს გამოწვევები და ფიქრობს, რომ სიახლეების დრო არ არის შმაგი შანგუა თავისი გამოცდილებიდან აძლევს რჩევას – მე თუ მივაღწიე შენც აუცილებლად მიაღწევ. „თეგეტა მოტორსში“ სულ მზად არიან მხარში დაგიდგნენ და განვითარებაში შეგიწყონ ხელი.“

 

[R]

მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი 1.47 მილიონ დოლარად გაიყიდა!

Castello, ბათუმში, Cattelan Italia-ს მონობრენდულ შოურუმს ხსნის