2025 წლის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან რესურსად იქცა commschool-ის მიერ უკვე მეორედ გამოცემული ყოველწლიური გზამკვლევი მარკეტერებისთვის. დოკუმენტი შემუშავდა კვლევითი ორგანიზაცია ANOVA-სთან თანამშრომლობით და ეფუძნება თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევებს.
კვლევის პროცესში მონაწილეობა მიიღო 59 სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელმა კომპანიამ, რომელთაგან 42% მსხვილ, 39% საშუალო და 19% მცირე ბიზნესს წარმოადგენდა. გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს მარკეტერებს 2025 წლის სტრატეგიის შემუშავებისას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
რეპორტი მოიცავს თანამედროვე მარკეტინგის აქტუალურ მიმართულებებს, სტატისტიკურ მონაცემებს, წამყვანი ბიზნესების გამოცდილებას და ექსპერტების მოსაზრებებს მოსალოდნელი ტრენდების შესახებ.
მნიშვნელოვანი ასპექტები, რეპორტში 5 მთავარ თემად არის ჩაშლილი:
მარტექი საქართველოში
ციფრულ საუკუნეში, არც მარკეტინგული ტექნოლოგიების განვითარება და პოპულარიზაცია შეფერხებულა. უნდა ითქვას, რომ მარტექი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც მარკეტინგულ კამპანიებსა და საქმინობას კიდევ უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანსა და თვალსაჩინოს ხდის.
სწორედ ამიტომ, 2025 წლის ტრენდების რეპორტის პირველი საკვანძო თემა, საქართველოში მარტექის განვითარებაა.
კავშირი მომხმარებლებთან
მარკეტინგული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მომხმარებელთან კავშირის დამყარება და შენარჩუნებაა, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება. ამისი მიზეზი კი, კონტენტის ზრდა და მომხმარებლის დროის სიმცირეა.
21-ე საუკუნის მარკეტინგის მთავარი გამოწვევა, ბრენდის მომხმარებლამდე მიტანაა, რისთვისაც უსწრაფესი გზა ციფრული არხებია. ონლაინ კომუნას დიდი გავლენა აქვს, კამპანიის წარმატების გაზომვაში. კომუნური მარკეტინგი საქართველოში ჯერ კიდევ პატარა, თუმცა მზარდი მარკეტინგული ტრენდია.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2025 წლის მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ონლაინ კომუნის შექმნაა, რაზეც გამოკითხულთა 20% აქტიურად მუშაობს.
კონტენტი
კონტენტ მარკეტინგის წილი მთლიან სტრატეგიაში, ბოლო რამდენიმე წელში მკვეთრად გაიზარდა და კვლევის თანახმად, ის კვლავ განაგრძობს ზრდას.
კვლევებმა გვიჩვენა, რომ კომპანიების 58%, მთლიანი მარკეტინგული ბიუჯეტის 25%-მდე წილს, სწორედ კონტენტ მარკეტინგში მიმართავს.
პროდუქტის მარკეტინგი
ქართული ბიზნესისთვის, პროდუქტის მარკეტინგის ღირებულება უფრო ცხადი ხდება, როგორც გაყიდვების გაზრდისთვის, ისე პროდუქტის შექმნის და განვითარების პროცესებისთვისაც.
კვლევის მონაწილეთა აზრით, პროდუქტის მარკეტინგის წარმატებისთვის, აუცილებელია მომხმარებლის საჭიროების ღრმა ცოდნა და მომხმარებლის გზაზე (Customer Journey) დაფუძნებული პერსონალური შეთავაზებები.
თანამედროვე ბიუჯეტი
გარემოსთან ერთად, მომხმარებლის ქცევა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე. ეს კონტექსტი მარკეტერების მხრიდან სწრაფ რეაქციებსა და მეტ მოქნილობას მოითხოვს, რათა რესურსები ეფექტიანად გადანაწილდეს.
შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგვმისას იკვეთება ახალი პრიორიტეტები: ბაზრის და შედეგების მუდმივი ანალიზი, ტესტირება და სწრაფი ადაპტაციის უნარი.
თუ შენც გინდა გაიგო, თუ რა ტრენდებია მოსალოდნელი 2025 წელს, რომელი ციფრული არხები იქნება ყველაზე აქტუალური, გაეცანი გზამკვლევს .