in ,

გზამკვლევი, რომელიც მობილურზე მორგებული ვებგვერდის შექმნაში დაგეხმარებათ

თუ თქვენ გაქვთ ან ახლა აწყობთ ვებგვერდს, აუცილებლად გეტყოდნენ, რომ ის უნდა იყოს მობილურზე მორგებული, მაგრამ აგიხსნეს, რატომ? 

სანამ თემის უფრო სიღრმისეულ ჩაშლაზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ Alexa-ს რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო ვებგვერდებად ის 80% მიიჩნევა, რომელიც მობილური მომხმარებლებისთვის არის ოპტიმიზებული. გარდა ამისა, ინტერნეტის ყველა მომხმარებლის 80%-ს აქვს სმარტფონები, რომლებსაც ისინი მთელი დღეები ჩაჰყურებენ. მობილურ ტელეფონებზე მსგავსი დამოკიდებულება პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებს თქვენს საიტზე წვდომას გაუადვილებს. 

ვებგვერდის მობილურზე მორგება დაგეხმარებათ, არა მხოლოდ UI-კუთხით, არამედ მეტი SEO ტრაფიკის მიღებაშიც, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. 

რა არის მობილურზე მორგებული ვებგვერდი

ის ძალიან მარტივად აიხსნება – მობილურზე მორგებული კონტენტი უბრალოდ ნიშნავს, რომ შინაარსი კარგად ჩანს არა მხოლოდ დესკტოპ კომპიუტერებზე, არამედ უფრო მცირე მობილურ მოწყობილობებზეც. ეს ნიშნავს, რომ ტექსტი ადვილად იკითხება, ბმულები ადვილად დაწკაპუნებადია, ნავიგაცია ადვილია და, ზოგადად, შინაარსის გამოყენება მარტივია.

როგორ უნდა მოერგოს დიზაინი მობილურის ეკრანს

ტერმინი „რესფონსიული დიზაინი” ხშირად გამოიყენება მობილურზე მორგებული დიზაინის სინონიმად, თუმცა, რეალობაში ეს ნიშნავს, რომ როდესაც ეკრანის ზომა იცვლება, კონტენტი რეგულირდება ამ ზომის შესატყვისად. 

წარმოგიდგენთ იდეებს, თუ როგორ გახადოთ მობილურის დიზაინი უფრო სმარტფონზე მორგებული

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ჩამოყალიბებული საიტისთვის საუკეთესო ვარიანტი არ არის, როცა მისი დიზაინის თემა მთლიანად იცვლება, მაგრამ თუ თქვენი ტრაფიკის დონე დაბალია, მაშინ შეგიძლიათ რესფონსიული თემა მარტივად დააყენოთ. განსაკუთრებით მარტივია თემის შეცვლა, როცა WordPress-ს იყენებთ. ამისთვის უნდა გადახვიდეთ WordPress დაფაზე და ‘appearance’-ის ქვეშ აირჩიოთ ფუნქცია ‘themes’. 

გაამარტივეთ თქვენი მენიუები

მობილური ეკრანები გაცილებით მცირეა, ვიდრე დესკტოპის ეკრანები, ამიტომ პარამეტრები ისე უნდა იქნეს შემუშავებული, რომ ვიზიტორებს არ მოუწიოთ ბევრჯერ გადასვლა და სქროლვა, ყველაფერი უნდა იყოს ლაკონიური და მორგებული ერთ ეკრანზე.

გაითვალისწინეთ! სანამ პარამეტრებს შეცვლით, შეაფასეთ თქვენი მიმდინარე ვებგვერდი და შეეცადეთ გაამარტივოთ მენიუს პარამეტრები მობილური მომხმარებლებისთვის.

მიაქციეთ ყურადღება ფორმებს

თუკი შესავსები ანკეტები გაქვთ, იფიქრეთ ყველა სხვადასხვა ფორმაზე და არ მოსთხოვოთ მომხმარებელს ბევრი ინფორმაცია . ამის ნაცვლად, თქვენ უნდა შეცვალოთ დიზაინი ისე, რომ თქვენი ფორმები მოკლე იყოს.

გამოყავით CTA

ეფექტური მობილური ვებდიზაინის შესაქმნელად, ქმედებისკენ მოწოდების ღილაკები აშკარა უნდა იყოს. ვინაიდან აქ უფრო პატარა ეკრანთან გვაქვს საქმე, თქვენ არ გსურთ მომხმარებლის გადატვირთვა ეკრანზე ერთზე მეტი CTA-თი, ამიტომ ისინი უნდა იყოს ფოკუსირებული ამ ძირითად მიზანზე.

ჩართეთ საძიებო ფუნქცია

მომხმარებლების წახალისება მოძებნონ ის, რაც მათ სურთ, ამცირებს თქვენს საჭიროებას, დაეყრდნოთ დიდ და რთულ მენიუს. ძალიან ბევრი ვარიანტი დააბნევს ვიზიტორს და მოკლავს თქვენს კონვერტაციებს. ეს ფუნქცია აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ელექტრონული კომერციის საიტების ვებდიზაინში.

გახადეთ მომხმარებლის მომსახურება ადვილად ხელმისაწვდომი

რაც არ უნდა დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯოთ თქვენი მობილური ვებდიზაინის გასამარტივებლად, ადამიანებს მაინც ექნებათ პრობლემები. არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი წარმატებული ბიზნესისა და ვებგვერდის მართვის ნაწილია. მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ შეძლოთ სწრაფად და ეფექტურად დაეხმაროთ თქვენი მობილური საიტის ვიზიტორებს პრობლემების გადაჭრაში.

ამისთვის, კარგი იქნება, თუ დარწმუნდებით, რომ აქვთ მომხმარებლის მხარდაჭერის აშკარა ინფორმაცია თქვენს მობილურ საიტზე.

ზომა მნიშვნელოვანია

კურსორის კონტროლი მაუსის ან კლავიატურის საშუალებით ადვილია, როცა მოწყობილობად კომპიუტერს იყენებ, მაგრამ  4-დუიმიან ეკრანზე თითებით დათვალიერება არც ისე ადვილია. გაითვალისწინეთ ეს თქვენი მობილური ვებგვერდის სხვადასხვა ელემენტების განლაგებისას. 

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ ღილაკების ზომა და მათ შორის სივრცე, რათა ვინმემ შემთხვევით არ დააჭიროს ხელი არასასურველ ღილაკს. 

მოაშორეთ პოპ-აპები

მობილურის ეკრანზე ამომხტარი პოპ-აპები მომხმარებლის გამოცდილებას აფერხებს. მათი დახურვა საკმაოდ რთულია და დიდია შანსი, რომ ხელი რეკლამაზე მოუხვდეთ ან შემთხვევით გაადიდონ დახურვის ღილაკი, რაც ურევს ეკრანის ზომებს.

აარიდეთ თავი დიდ ტექსტებს

შეამცირეთ ტექსტის რაოდენობა თქვენი მობილური ვებგვერდის ეკრანზე. ცხადია, თქვენ მოგიწევთ გამოიყენოთ რამდენიმე სიტყვა თქვენს ვიზიტორებთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ შეინახეთ წინადადებები და აბზაცები რაც შეიძლება მოკლედ. ყურადღება მიაქციეთ ტიპოგრაფიასაც.

აირჩიეთ სწორი შრიფტი

ტექსტთან ერთად ყურადღება მიაქციეთ ფონტსაც, შრიფტები უნდა იყოს მკაფიო და ადვილად წასაკითხი. ტექსტების გამოსაყოფად კი ფოტოების გამოყენებაა რეკომენდებული.

სიჩქარეც მნიშვნელოვანია

არ აქვს მნიშვნელობა რა ცვლილებებს განახორციელებთ თქვენს მობილურ ვებგვერდზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მისი სიჩქარე. კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანების 53% მიატოვებს მობილურ ვებგვერდს, რომლის ჩატვირთვასაც სამ წამზე მეტი სჭირდება. საუკეთესო გზა თქვენი გვერდის ჩატვირთვის დროის შესამცირებლად, არის საიტის დიზაინის გამარტივება.

თქვენი ვებგვერდი მობილური მომხმარებლებისთვის უნდა იყოს ოპტიმიზებული. ამისთვის სწორად გამოიყენეთ სივრცე და გადაანაწილეთ კონტენტი. დაიცავით მობილური დიზაინის ეს მთავარი პრინციპები, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ ტრაფიკი და კონვერტაციები თქვენს მობილურ ვებგვერდზე.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტან გოგოს სწავლას დაუფინანსებს

ნიშნავს თუ არა გამარტივება ღირებულების დაქვეითებას?