in

გზამკვლევი შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის

არ აქვს მნიშვნელობა, დიზაინერი ხართ, ილუსტრატორი, რეჟისორი, მწერალი თუ ფოტოგრაფი, შემოქმედებით მოგზაურობას თან ბევრი გამოწვევა ახლავს. ამიტომ, ღირებულია იმ ადამიანების მოსმენა, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა. სწორედ ამ მიზეზით შემოგთავაზებთ რჩევებს შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებისგან და პოტენციურ შეცდომებსაც აგარიდებთ თავიდან. მოდით, დავიწყოთ: 

კავშირები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

ერთი გაკვეთილი, რომელიც დროთა განმავლობაში დავისწავლეთ, ის არის, რომ თქვენი უნარები მნიშვნელოვანია, მაგრამ იცოდით, რომ ამაზე მნიშვნელოვანი თქვენი სანაცნობო წრე იყო? ასე ის კარები გაიღება, რომლებსაც ვერასდროს წარმოიდგენდით…

თქვენი ნამუშევარი თქვენსავე ღირებულებას არ ასახავს

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნიჭიერი ან შრომისმოყვარე ხართ, უარყოფას და კრიტიკას თავს ვერ აარიდებთ — ამან თქვენზე ცუდად შეიძლება, იმოქმედოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენს იდეასა თუ ხედვას კოლეგები ან დამკვეთები არ იწონებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თქვენი შემოქმედებითი ნამუშევარი თქვენივე თვითშეფასებისგან განაცალკეოთ, გაიაზროთ, რომ იგი თქვენსავე ღირებულებას არ ასახავს

რბილი უნარები აუცილებელია

შესაძლოა, სრულყოფილი დიზაინი შექმნათ, მაგრამ თუ არ გეცოდინებათ, როგორ გაყიდოთ, რა აზრი აქვს?!

წარმატებას დრო სჭირდება

როცა ახალგაზრდა და ამბიციური ხართ, რთულია, გაიაზროთ, რომ წარმატებას ერთ ღამეში ვერ მიაღწევთ, რომ მომთმენი უნდა იყოთ და პროცესს მიენდოთ. დრო სჭირდება განვითარებას, გამოცდილების მიღებას და, თუნდაც, იმ ტიპის სამუშაოს მიგნებას, რომლის კეთებაც გსურთ. 

იცოდეთ, როდის დაანებოთ თავი

ყველა პროექტი და კოლაბორაცია სულაც არ არის კარგი, ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაიაზროთ, როდის დაანებოთ თავი. როცა ამჩნევთ, რომ პროექტი არაფერს გაძლევთ, მოთმინებაც აღარ მოგეთხოვებათ, თუმცა, ამისთვის დროც სწორად უნდა შეარჩიოთ.

თქვენი შემოქმედებითი სტილის პოვნასაც დრო სჭირდება

შემოქმედებითობა ექსპერიმენტების ჩატარების, კვლევისა და აღმოჩენების სურვილს ნიშნავს, რათა თქვენსავე უნიკალურ ხმას მიაგნოთ. თუმცა, გარკვეული დრო სჭირდება თქვენი შემოქმედებითი სტილისა და სივრცის პოვნას, ადგილის, რომელშიც თავს ღირებულად და ბედნიერად ჩათვლით. ასე რომ, ისწავლეთ ადამიანებისგან და რაც შეიძლება ღია იყავით პროცესში. 

თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

შემოქმედებითობა მნიშვნელოვან წერტილს აღწევს პარტნიორობისას, ამიტომ, გამუდმებით ეძებეთ ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ და გამოწვევის წინაშე გაყენებენ.

თანამშრომლობისას შემოქმედებითი მაგია ტრიალდება. ამიტომ, ეძებეთ კრეატორები, რომლებიც ინსპირაციას გაძლევთ და დაამყარეთ გრძელვადიანი ურთიერთობები — მარტო ამ გზის გავლა ძალიან გაგიჭირდებათ.

თავდაჯერება და პოსტებში თავის გამოჩენა სხვადასხვა საკითხია

მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ბევრს პოსტავს ან საუბრობს, ან თქვენზე თავდაჯერებულია, არ უნდა ჩათვალოთ, რომ ისინი მართლები ან თქვენზე უკეთესები არიან. შეინარჩუნეთ თავდაჯერება და დააფასეთ საკუთარი აზრები.

თქვენი კარიერა ბიზნესია

მხოლოდ შემოქმედებითობა საკმარისი არ არის, ნდობაც უნდა მოიპოვოთ და ისწავლოთ, როგორ გაყიდოთ თქვენი ხედვა. მაგალითისთვის, თუ საკუთარი სტუდია გაქვთ, ნდობის მოპოვება უმნიშვნელოვანესი საკითხია. თქვენი ბიზნესი ამ დროს ყიდის თქვენსავე ხედვას და პრობლემების გადაჭრის უნარს. 

განსხვავებული გამოცდილებები თქვენს შემოქმედებითობას ამდიდრებს

ხშირად შემოქმედებითი პროცესის მიღმა გასვლაც სასარგებლოა, სხვა უნარებისა და ინტერესების გაჩენა, რითაც საბოლოოდ თქვენი ნამუშევრები გაუმჯობესდება. არსებული პრაქტიკის დახვეწაში სწორედ ჰობები, ინტერესები და გამოცდილებები გეხმარებათ. ცადეთ ახალი რაღაცები, დაეუფლეთ ახალ უნარებს, ნახეთ ახალი ადგილები და შეხვდით ახალ ადამიანებს. თქვენი ტვინი ამ ყველაფრის სინთეზს შეძლებს და სრულყოფილ იდეებად გარდაიქმნება.

მომხმარებლები მტრები არ არიან

დაბოლოს, ურთიერთობების დამყარება რომ შეძლოთ, ადამიანების საჭიროებებს უნდა მოუსმინოთ და ერთი რამ დაიმახსოვროთ: თქვენ მომხმარებლებთან ერთად მუშაობთ და არა, მომხმარებლებისთვის. ისინი არც თქვენი მეგობრები არიან და არც მტრები, უბრალოდ მათ საჭიროებებს უნდა მოუსმინოთ, ეცადოთ, დააკმაყოფილოთ და იყოთ ემპათიური.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბანკშია ხელმისაწვდომი

როგორ აგვარებენ ცვლილებების ლიდერები პრობლემებს