in

მეცნიერებმა ოკეანის სიღრმეებში გზის მსგავს სტრუქტურას მიაკვლიეს

„ვგრძნობ, თითქოს ატლანტიდისკენ მიმავალ გზას ვუყურებ“, — ამბობს Exploration Vessel Nautilus-ის გუნდის წევრი, რომელმაც  ახლახან წყნარი ოკეანის ლილიუოკალანის თხემის შესწავლისას გზის მსგავსი სტრუქტურა აღმოაჩინა.

M2
M2

ახლად მიკვლეული სტრუქტურა მითური ქალაქის, ატლანტიდის, ყვითელ აგურებიან გზას წააგავს. თუმცა მეცნიერთა ვარაუდს თუ დავეყრდნობით, იგი უძველესი აქტიური ვულკანური გეოლოგიის მაგალითს წარმოადგენს. ეკიპაჟმა Nautilus-ის ოფიციალურ იუთუბ არხზე ვოდეოც კი გამოაქვეყნა, რომელშიც მეცნიერები ქვის ნიმუშებს აგროვებენ და ახლომახლო ზღვის ცხოვრებას აღწერენ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ თვეში გუნდმა წყალქვეშა ექსკურსიების ფარგლებში რამდენიმე მშვენიერი, არაამქვეყნიური სახეობაც აღმოაჩინა — მათ შორის იყო უცნაური ჟელატინისებრი არსება, რომელმაც მთელი ეკიპაჟი აღაფრთოვანა.

ნამდვილად მშვენიერია ახალი აღმოჩენებით სავსე კვლევები, თუმცა სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ოკეანეების შესახებ… ოკეანეების, რომლებსაც ეტაპობრივად ვანადგურებთ ზედმეტი ჩარევით.

Pullman Tbilisi Axis Towers-ს ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს

დააჭკვიანე, რას ელოდები? – ზუმერის ახალი კამპანია