in

ნაყინის ჯოხები ბილბორდებზე — რა ჩაიფიქრა Häagen-Dazs-მა?

ნაყინის ჭამის შემდეგ დარჩენილ ჯოხებს Häagen-Dazs ბილბორდებზე ათავსებს და გამვლელების ფანტაზიას მიანდობს მათ შევსებას. ასე კი არსებული სტანდარტებიდან უხვევს, რომლებშიც ხშირად ბრჭყვიალებიანი, ნეონის ფერები და მსგავსი ვიზუალები გვხვდება. ახლა ფიქრობენ, რომ, პირიქით, ჭარბ ვიზუალურ ეფექტებზე შედეგიანი ნაყინის არარსებობა შეიძლება იყოს. სწორედ ეს არის ჩანაფიქრიც:

M2

არ გვჭირდებოდა პროდუქტის ჩვენება, რადგან მისი ნახვისას გაჩენილი ცდუნება ყველაფერს ამბობს. ამგვარი თავდაჯერება მომხმარებლისგან მოდის, რომელმაც იცის, რომ პროდუქტი სწორედ ასეთი კარგია.

იდეა BBH-სა და Häagen-Dazs-ის კრეატიულ სააგენტოს ეკუთვნის, რომელსაც ფოტოგრაფ დენ ტობინ სმიტის მიერ გადაღებული მინიმალისტური ვიზუალი აცოცხლებს. 

Devoured-ის კამპანია ნაყინის საერთაშორისო დღეზე ჩაუშვეს, გლობალურ აქტივობებს კი მომდევნო წლისთვის გეგმავენ. 

სატენდერო გარანტია – უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

როდის დავპოსტოთ TikTok-ზე