in

ჰაბლის ტელესკოპის პრობლემა ერთთვიანი შეფერხების შემდეგ აღმოიფხვრა

გასულ კვირას ინჟინრებმა სარეზერვო სისტემაზე გადასვლა გადაწყვიტეს

veon
veon

ჰაბლის ტელესკოპის ინფორმაციის გადამტვირთავმა კომპიუტერმა 13 ივნისიდან ყველა ოპერაციის წარმოება შეწყვიტა. NASA-ს ინჟინრებმა, ერთთვიანი კვლევის შემდეგ, დაზიანებას დენის კონტროლის განყოფილებაში (PCU) მიაგნეს და სამეცნიერო ინსტრუმენტების მუშაობა აღადგინეს.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ჰაბლის ექსპერტთა გუნდი კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზს იკვლევდა, რომელიც ხელს უწყობს საბორტო სამეცნიერო ინსტრუმენტების კონტროლს.

გასულ კვირას ინჟინრებმა სარეზერვო სისტემაზე გადასვლა გადაწყვიტეს, რათა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ინსტრუმენტი განეახლებინათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მრავალ წლიანი მუშაობის განმავლობაში ყველაზე დიდი გაუმართაობაა, რაც კი ობსერვატორიაში მომხდარა.

“ჰაბლი არის ხატი, რომელმაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში წარმოუდგენელი ხედვა მოგვცა კოსმოსურ სივრცეზე. მე ვამაყობ ჰაბლის გუნდით – თავდადებისა და გააზრებული მუშაობის წყალობით, ტელესკოპი განაგრძობს თავის 31 წლიან მემკვიდრეობის შენახვასა და ცოდნის გაფართოებას” – ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ბილ ნელსონი. ამასთან, მუშაობის შეჩერების დროს გამოტოვებული დაკვირვებების უმეტესობა ხელახალი თარიღით, ოდნავ მოგვიანებით დაიგეგმება.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰაბლმა 1.5 მილიონზე მეტი დაკვირვება დააგროვა, რაც შემდგომში 18 000-მდე სამეცნიერო ნაშრომის საფუძვლად იქცა. თავის მხრივ, ამან ხელი შეუწყო ასტრონომიის დიდ აღმოჩენებს, მათ შორის, სამყაროს გაფართოების აჩქარებაზე დაკვირვებას.

შეგახსენებთ, რომ ჰაბლის მემკვიდრის, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) გაშვება წლის ბოლოს იგეგმება – წინ კიდევ უფრო შთამბეჭდავი და გამაოგნებელი აღმოჩენები გველის!

Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების სიდიდით მეორე მწარმოებელი გახდა

მსოფლიოში პირველად! ღვინის ქვისგან დამზადებულ სამკაულებს ქართული ბრენდი აწარმოებს