შორეული სპირალური გალაქტიკა ძალიან „ამაყი“ უნდა იყოს თავისივე ვარსკვლავის ფორმირების აირების ნაკადებით, რომლებიც ცენტრალური დისკიდან ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ახალ ფოტოში მედუზას სახით გვევლინება… დედამიწიდან 800 მილიონი სინათლის წლის დაშორებით, Pegasus-ის თანავარსკვლავედში JW100-ს, ანუ „მედუზას გალაქტიკის“ მაგალითს ვხედავთ — აქ სინათლე ისე ნაწილდება, რომ ვიზუალურად სწორედ ამ არსებას წააგავს.
JW100 ფოტოზე ქვედა მარჯვენა კუთხეშია ასახული, რომელიც 6 პატარა და უფრო დიდი IC 5338 ელიფსური გალაქტიკითაა გარშემორტყმული. ისინი ერთ კლასტერს წარმოადგენენ. IC 5338 კი მათგან ყველაზე კაშკაშაა და 2 ბირთვიც აქვს.
„როცა გალაქტიკები აირებს ეწინააღმდეგება, იგი საპირისპირო ქარის მსგავსად მოქმედებს, გალაქტიკას აირებსა და მტვერს აშორებს და ქმნის ნაკადებს, რომლებიც JW100-ს ასე მიმზიდველს ხდის“, — ვკითხულობთ ESA-ს განცხადებაში.
ჰაბლის ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული „მედუზა“ გვთავაზობს გალაქტიკის ამობერილ ცენტრს, რომელიც ვარსკვლავებისგან, აირებისა და მტვრისგან შედგება და ამასთან, მის ნათელ სპირალურ მხრებს. თუ კარგად დააკვირდებით, მის ქვემოთ ლურჯი სინათლეები ჩანს, რაც მედუზას საცეცებს ძალიან ჰგავს.
საინტერესოა ისიც, რომ ჰაბლის სურათი კოსმოსური ტელესკოპის Wide Field Camera 3-ის გამოყენებით არის გადაღებული, როგორც „მედუზას გალაქტიკების ღეროებში“ ვარსკვლავების ფორმირების შესწავლის ინიციატივის ნაწილი.
„ეს ღეროები გვიჩვენებს ვარსკვლავების წარმოქმნას ექსტრემალურ პირობებში და ასტრონომებს სამყაროში ნებისმიერ ადგილზე ვარსკვლავების ფორმირების პროცესის გაგებაში შეიძლება დაეხმაროს“, — აცხადებენ ESA-ში.