in

Hack Days Georgia 2023 იწყება!

29-30 სექტემბერს , თბილისში Hack Days Georgia 2023 გაიმართება. მარათონი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, საიდანაც პირველი ორი დღე სამუშაო პროცესს, მენტორინგს და ტრენინგებს დაეთმობა, ხოლო მესამე დღეს, 1-ლ ოქტომბერს, დემო დღე გაიმართება, სადაც გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენენ. ეს იქნება ღონისძიებების სერიიდან პირველი, სტარტაპ მარათონი, სადაც ერთმანეთს 20-მდე გუნდი ინოვაციური პროდუქტის განვითარებაში შეეჯიბრება. საპრიზო ფონდი $30,000-მდეა.

მარათონი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, საიდანაც პირველი ორი დღე სამუშაო პროცესს, მენტორინგს და ტრენინგებს დაეთმობა, ხოლო მესამე დღეს – დემო დღე გაიმართება, სადაც გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ იდეებს წარადგენენ.

ღონისძიებაზე 10,000 დოლარი გამარჯვებული აგრიტექ იდეისთვის გამოიყოფა, ხოლო ტექ მიმართულებებზე გამარჯვებული გუნდებისთვის პრიზის მოცულობა 5000$-ს შეადგენს,  რომელიც ღონისძიების პარტნიორებმა – ნიკო კვარაცხელიას ფონდმა, Gagra Ventures-მა და Feedc-მა დააწესეს.

დაინტერესებულ გუნდებს რეგისტრაცია 24 სექტემბრის ღამის 12:00 საათამდე, შემდეგი მიმართულებებით შეუძლიათ:

  • აგრიტექი
  • ხელოვნური ინტელექტი
  • სამომხმარებლო ტექნოლოგიები
  • Web3
  • ინფრასტრუქტურა
  • ვიდეო თამაშები

Hack Days Georgia 2023 განსაკუთრებული სიამაყით წარმოგიდგენთ ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზს – The Nico Kvar Prize, რომელიც წელს პირველად და შემდეგ უკვე ყოველწლიურად გადაეცემათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დამწყებ ტექ-ენტრეპრენერებს საქართველოდან.

ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი – The Nico Kvar Prize ნიკოს სახელობის ფონდისა და Gagra Ventures-ის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ყველაზე ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველების ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას. ნიკოს პრიზი არის შესაძლებლობა, მიიღოთ გრანტი და პერსპექტივა, მოიზიდოთ შემდგომი დაფინანსება გლობალური ე.წ. venture capital ფირმებისგან.

ღონისძიების ორგანიზატორები და პარტნიორები არიან : საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, Agrotank – აგრო აქსელერატორი, Gagra VC, ნიკოს ფონდი, Feedc, BTU, Entrepreneur, Medialab, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, შვედეთის საერთაშრისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო, BMG, Marketer, Soplidan.ge.

თუ დაინტერესებული ხარ აგრიტექით, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი: https://hackdays.ge/registration-agritech 

თუ დაინტერესებული ხარ ტექით, შეავსე განაცხადი და შემოგვიერთდი: https://hackdays.ge/tech-registration 

დამატებითი დეტალებისთვის ესტუმრე: https://hackdays.ge 

[R]

ოქტობერფესტი დაიწყო — ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ნამდვილი გერმანული ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

Facebook-ის ახალი ვიზუალური ცვლილებები