24
Oct
2014

hackTBILISI-ი 19-20-21 დეკემბერს ჩატარდება !

24 Oct 2014

hackTBILISI 2ორგანიზაცია უნიჰაკი, რომელიც 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა, ტრადიციულად უკვე მესამე ჰაკათონის ორგანიზებითაა დაკავებული.
მორიგი გრანდიოზული ჰაკათონის – hackTBILISI-ი 19-20-21 დეკემბერს ჩატარდება. პროექტის ოფიციალური მედიაპარტნიორია Marketer.ge

მორიგი გრანდიოზული ჰაკათონი – hackTBILISI-ი 19-20-21 დეკემბერს ჩატარდება. ეს იქნება გლობალური მასშტაბის ჰაკათონი, რომელში მონაწილეობასაც  ქართველი სტუდენტების გარდა, ევროპისა და აზიის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და დეველოპერები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი 36 საათის განმავლობაში შეუსვენებლად იმუშავებენ საკუთარ იდეებსა და პროექტებზე.

გასულმა ჰაკათონებმა, [email protected]მ და [email protected]მა დაადასტურა, რომ ქართველი ახალგაზრდების ფანტაზიას და მონდომებას საზღვარი არ აქვს. მათმა პროექტებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მაგალითისთვის, [email protected]ის მესამე ადგილზე გასული გუნდი, Interactive Glove, საკუთარი პროექტით Turn8-ის სტარტაპ აქსელერატორში მოხვდა და დუბაიში აგრძელებს იდეის საბოლოო პროდუქტად ქცევას.

უნიჰაკი პარტნიორობის შესახებ ძალიან მჭიდრო მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ჰაკათონის ორგანიზატორებთან როგორც აშშ-ის, ისე ევროპისა და აზიის ქალაქებში და საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

ჰაკათონის ჩატარების საბოლოო ადგილი მალე გამოქვეყნდება პროექტის ვებ-გვერდზე და სოციალური მედიის არხებზე, მანამდე კი ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს პოტენციური მონაწილე, სტუდენტი, ჟურნალისტი თუ უბრალოდ გულშემატკივარი, შეუძლია მოგვწეროს ჩვენს ელ-ფოსტაზე: [email protected] და გაგვიზიაროს საკუთარი ელ-ფოსტა hackTBILISI.com-ზე, რათა ყოველი სიახლის შესახებ მიიღოს შეტყობინება.

ჰაკათონი

განხილვა