in

ჰაკათონ hackTSU 22 მაისს დაიწყება !

hackTSU 1ჰაკათონი არის 2-3 დღიანი შეჯიბრი, სადაც პროგრამისტების, თამაშის დეველოპერებისა და თუნდაც გრაფიკოსებისგან შემდგარი გუნდები რეალიზებას უკეთებენ საკუთარ იდეას და მოცემულ დროში ასრულებენ პროექტს. ამის გარდა, პარალელურად იმართება ტექნოლოგიური საუბრები და პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახელისა, ჰაკათონი არანაირად არ ასოცირდება რაიმე კანონსაწინააღმდეგოსთან.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც არის აქტიური სტუდენტი (ბაკალავრის და მაგისტრის) და სკოლის მოსწავლე. მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. თუმცა გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს.

ჰაკათონ hackTSU ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. დაიწყება პარასკევს, 22 მაისს და დასრულდება კვირას, 24 მაისს.

ჰაკათონ hackTSU-ს ორგანიზატორია KISShack.

ღონისძიების მედია პარტნიორი – Marketer.ge 

ლიზა ასათიანი: „გრაფიკული დიზაინი ცოცხალი და ტენდენციურია, მსოფლიო ტრენდებს არ უნდა ჩამორჩე“

“WHYme” – ხელნაკეთი ნივთების ახალი მარკა ქართულ ბაზარზე