in

როგორ ითამაშებთ ჭადრაკს, ეს თქვენ ირგვლივ არსებულ ჰაერზეა დამოკიდებული — კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებამ ყველა სხვა შედეგთან ერთად, რომელზეც აქამდე ბევრჯერ გვისაუბრია, შესაძლოა, ჭადრაკიც წაგაგებინოთ. იმის გამო, რომ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ, ეს აზიანებს ჩვენს ტვინს და, შესაბამისად, ჭადრაკის მოთამაშეთა კოგნიტიური ჯანმრთელობის უნარსაც. 

M2
M2

კონკრეტულად კი, როცა ჰაერში ადამიანებისთვის საზიანო დამაბინძურებლების კონცენტრაცია იზრდება, ტურნირებში ჭადრაკის მოთამაშეების შედეგებიც უარესდება. ციფრებით რომ გამოვსახოთ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის 10-ით ზრდა, ჭადრაკის მოთამაშეების შეცდომების 2.1%-ით მატებას იწვევს.

აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დაბინძურებულია ჰაერი, მით უფრო მეტ და დიდ შეცდომებს უშვებენ მოთამაშეები, — ამბობს ჯუან პალაციოსი, კვლევის თანაავტორი. 

მყარი ნაწილაკები (PM) ჰაერში წარმოქმნილი მყარი ნაერთებისა და წვეთების ნარევს გვთავაზობს, რომელიც მრავალფეროვანი შემადგენლობებით გამოირჩევა — იქნება ეს მტვერი თუ სხვა ქიმიური ნაერთები. ეს ხშირად აალებისას მიღებული პროდუქტებია, რომლებიც ჰაერში რაღაცის წვის შემდეგ ჩნდება. ზოგიერთი PM ბუნებრივი წყაროებიდან მოდის, მაგალითად ვულკანებიდან. თუმცა ქალაქებში არსებული ჰაერის დამაბინძურებლების წყარო უფრო მეტად ანთროპოგენურია: სათბურები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობის ნარჩენები… 

ახალ კვლევაში კი მეცნიერები 2017-2019 წლებში ჭადრაკის სამი 8-კვირიანი შეჯიბრების დროს 121 მოთამაშეს დააკვირდნენ, სადაც 30 000-ზე მეტი სვლაც ჩაიწერეს. ხელოვნური ინტელექტი კი მათ თითოეული სვლის გაანალიზებაში დაეხმარა, ოპტიმალური გადაწყვეტილებების დადგენასა და შეცდომების მონიშვნაში. 

მათ ასევე გამოიყენეს სენსორები, რათა PM-ის, ნახშირბადისა და ტემპერატურის დონეები დაედგინათ. კვლევა მოიცავდა ინსტრუმენტული ცვლადის ანალიზსაც… ამასთან, ჰაერის დაბინძურებისა და დროის კომბინაციამ სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. როცა მოთამაშეებს აიძულებდნენ, კონკრეტულ დროში რაღაც გაეკეთებინათ, ნაწილაკების რაოდენობა შეცდომების დაშვების ალბათობას 3.2%-ით ზრდიდა…

დიახ, კვლევა ჭადრაკს იმისათვის იყენებს, რომ გაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ჰაერის დაბინძურებას თქვენი ფილტვების, გულისა და ტვინისთვის. შესაძლოა, ამ კუთხით, ჯერ კიდევ მრავალი კვლევა იყოს ჩასატარებელი, მაგრამ ესეც ნათლად აჩვენებს იმას, რომ ჰაერის ხარისხი პირდაპირ უკავშირდება კომპლექსურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების ხარისხს. 

მრავალი ნაშრომის მიხედვით, ადამიანებს ჰაერის დაბინძურება ძვირად დაუჯდებათ და ესეც ამის ერთ-ერთი მაგალითია. აჩვენებს, რომ ამან ჭადრაკის შესანიშნავ, ყოვლისშემძლე მოთამაშეებზეც კი შეიძლება იმოქმედოს — მათ ჰაერის დაბინძურების სახით მტერი ჰყავთ, — განმარტავს პალაციო. 

მწვანე კომეტა ამჯერად მარსს უახლოვდება — როგორ ვუყუროთ?

General Motors-ის ელექტრო მანქანები Netflix-ის ფილმებში გამოჩნდა — ახალი კამპანია