in

ჰაერის დაბინძურება ხანდაზმულთა მენტალურ ჯანმრთელობას აუარესებს — კვლევა

როგორც აღმოჩნდა, ჰაერის დაბინძურება მხოლოდ ფილტვებისთვის კი არ არის საზიანო, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად ზემოქმედებს. ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გრძელვადიანი ზემოქმედება დეპრესიის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. განსაკუთრებით კი 65 წლისა და უფრო ასაკოვან ადამიანებში. მეორე კვლევა იმასაც გვეუბნება, რომ ეს დეპრესიისა და შფოთვის გაზრდილ მაჩვენებლებს უკავშირდება და იგი გულსისხლძარღვთა თუ სასუნთქი სისტემების დაავადებებსაც იწვევს…

იმისათვის, რომ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის გავლენა შეესწავლათ, ჰარვარდისა და ემორის უნივერსიტეტის მკვლევრები თითქმის 9 მილიონ ადამიანს დააკვირდნენ, რომელთა ასაკი 64 წელს აღემატებოდა. კვლევის პერიოდში კი, 2005-დან 2016 წლამდე, მათგან 1.52 მილიონს დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს…

ჩვენ გამოვიკვლიეთ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი საზიანო კავშირები გრძელვადიან ჰაერის დაბინძურების მაღალ დონესა და ასაკოვანებში დეპრესიის დიაგნოზს შორის. გამოვლინდა, რომ სოციოეკონომიკურად დაბალ საფეხურზე მყოფი პირები გვიანდელი დეპრესიის რისკის მიმართ უფრო მოწყვლადები იყვნენ, მათ ერთდროულად სოციალურ სტრესსა და ცუდ გარემო პირობებთან გამკლავება უწევთ, რაც ჰაერის დაბინძურებასაც მოიცავს, — განმარტავენ მკვლევრები. 

ხოლო დამაბინძურებლები, რომლებიც მოქმედებდა ინდივიდებზე, ძირითადად, მტვრის ნაწილაკები და ის მავნე გამონაბოლქვი იყო, რომელიც მანქანების, სათბურებისა და ქარხნების გამო გვხვდება ჰაერში…

მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია, ახალგაზრდებთან შედარებით, ხანდაზმულებში ნაკლებად გავრცელებულია, მას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს, იქნება ეს გონების დაქვეითება, ფიზიკური დაავადებები თუ სიკვდილი, — აცხადებენ მკვლევრები.

კონკრეტულ შედეგებს ბრიტანეთსა და ჩინეთში 390 000 ადამიანზე ჩატარებული კვლევაც ადასტურებს, რომელიც 11 წელი მიმდინარეობდა — დეპრესიისა და შფოთვის გაზრდილი რისკი ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. 

Harley-Davidson 1908 აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული მოტოციკლი გახდა

KitchenAid 2023 წლის ფერს ასახელებს