in , ,

მანქანის გამონაბოლქვით შექმნილი Street Art – ჰაერის დაბინძურებით მიღებული ტექნოლოგია

ჰაერის დაბინძურება არამხოლოდ იგრძნობა, არამედ ვიზუალურადაც შესამჩნევია. ეს პრობლემა დღითიდღე უფრო მწვავდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ არსებობს ადგილები სადაც მდგომარეობა საერთოდ გაუსაძლისია, მაგალითად, ინდოეთში. აქ არის მილიონობით საწარმო, მანქანა და მოტოციკლი, რომლებსაც არ აქვთ ფილტრი. ლუდის მწარმოებელმა კომპანია Tiger–მა გადაწყვიტა, რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რაც ამ პრობლემის შემსუბუქებას შეუწყობდა ხელს და თან მისგან სარგებელს შექმნიდა.

კომპანიამ, Marcel Sydney–სთან თანამშრომლობით, გამონაბოლქვისგან საღებავი და სახატავი საშუალებები დაამზადა.

 

 

პირველ რიგში, შეიქმნა სპეციალური ფილტრები, რომლებიც კომპანიამ თავისი ხარჯებით, უამრავ ავტომობილსა და მოტოციკლს დაუმონტაჟა. ეს ფილტრები გამონაბოლქვს შეძლებისდაგვარად ასუფთავებს, ნარჩენს კი იტოვებს. სწორედ ამ ნარჩენებისგან შექმნეს საღებავები.

კამპანიის დასაწყისში დამზადდა 150 ლიტრი საღებავი. კომპანიამ სახატავი საშუალებები მხატვრებსა და გრაფიკოსებს დაურიგა. ქუჩებში, კედლებზე გაჩნდა საოცარი გრაფიკული ნამუშევრები. ხელოვნება, რომელიც შეიქმნა გამონაბოლქვისგან და რომელმაც სუფთა ჰაერზე ზრუნვის ახალ ტალღას დაუდო სათავე, ნამდვილად ლამაზი და რაც მთავარია, სასარგებლოა.

Volkswagen-ის ბორბალი სმარტფონის დასატენად – მომავლის ტექნოლოგია

Ad Black Sea 2016 announced Creative Jury