სტენფორდის უნივერსიტეტის ორი მეცნიერი დაინტერესდა, თუ როგორ ჟღერდა გალობა აია-სოფიაში 500 წლის წინათ. საგალობელი რომაულმა კაპელამ შეასრულა, რომელსაც საუკუუნების წინ ბიზანტიელი მგალობლები ასრულებდნენ. აია-სოფიას ტაძრიდან სპეციალური ტექნიკით ხმების ჩაწერისა და მათი ტექნიკურად დამუშავების შემდეგ, შესაძლებელი გახდა, მოვუსმინოთ გალობას და თავი სწორედ რომ ამ ტაძარში წარმოვიდგინოთ.
აია-სოფია მეექვსე საუკუნეში აშენდა და ის იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობა და არქიტექტურული შედევრი იყო. აქაურობა განთქმული იყო საოცარი აკუსტიკითაც, რომელიც მრავალი კომპოზიტორისთვის სხვადასხვა ნაწარმოების შექმნის ინსპირაციად ქცეულა. გალობა აქ მას მერე აიკრძალა, რაც 1453 წელს ოტომანები შეიჭრნენ და აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთდა.