5
Jun
2017

9-11 ივნისი! “ჰაკათონი რაგბისთვის” – როგორ გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები ქართული რაგბის განვითარებისთვის?

5 Jun 2017

2017 წლის 9-11 ივნისს, რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს რაგბის კავშირი, კომპანია ბილაინის ფინანსური მხარდაჭერით უმასპინძლებენ ღონისძიებას „ჰაკათონი რაგბისთვის“.

ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი ტექნოლოგიების როლი სპორტში და კერძოდ რაგბიში. GPS მონიტორინგი, სამედიცინო სტატისტიკის მიმღები სენსორები, თამაშების ვიდეო ანალიზი აქტიურად გამოიყენება ჯგუფის მომზადების დონის გასაზრდელად.


ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური, ტექნოლოგიური პროექტების შექმნას, რომელიც დაეხმარება ქართულ რაგბის ამ ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს. საპრიზო ფონდი 3000 ლარი.

2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ იმ ახალ ბირთვს, რომელმაც ქვეყანას სიახლე უნდა მოუტანოს ტექნოლოგიების დარგში. ამდენად, უნივერსიტეტი არის ჰაკათონის მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი.

ჩატარების ადგილი: 
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს კომპიუტერული ლაბორატორია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი

ივენთის ორგანიზატორები არიან:
რაგბის კავშირი
ბილაინი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში და სტუდენტები:
გიგა ვაშაკიძე
დავით სოსელია

რეგისტრაციისთვის, გადადით ბმულზე.

განხილვა