მაიმუნის ქურდები
ჰაკერებმა ტოდ კრამერს, სამხატვრო გალერეა Ross + Kramer Gallery-ის მფლობელს, 15 NFT მოჰპარეს. მათი ღირებულება 2.2 მილიონ დოლარს შეადგენს. მეტიც, ქურდებმა NFT-ს დიდი ნაწილი გაყიდეს. ტოდ კრამერი კი დახმარებას ტვიტერის საშუალებით ითხოვდა.
დეცენტრალიზებული პრობლემები
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დეცენტრალიზებულ სისტემას ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა ტოდმა იურიდიული უფლებამოსილება საკუთარი NFT-ების დასაბრუნებლად ვერ გამოიყენა. ტვიტერზე კი მომხმარებლები მის დახმარებას ცდილობდნენ. მათი აზრით, რაიმე სახის მარეგულირებელი ორგანოს არსებობა კარგი იქნებოდა, რითაც ქურდობისა და თაღლითობისგან მომავალში მაინც დაიზღვევდნენ თავს.
დაკარგული და ნაპოვნი
საბედნიეროდ, კრამერს OpenSea-ს ბაზარი დაეხმარა. NFT სავაჭრო პლატფორმამ მისთვის რამდენიმე ტოკენის დაბრუნება შეძლო. ამის გამო OpenSea ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა — მათ პლატფორმის მიერ მომხმარებლის ანგარიშების გაყინვა დაგმეს. თუმცა OpenSea-ს ქურდობის აღკვეთა საკუთარ ვალდებულებად მიაჩნია, რაც NFT-ების პოპულარობის მატებასთან ერთად, უფრო ხშირი ხდება.