დღეს იაპონური კერძო კოსმოსური ხომალდი პირველად ცდის მთვარის ზედაპირზე დაშვებას — Ispace-ის Hakuto-R Mission 1-ის ნაწილია, რომელსაც გაერთიანებული საამიროების Rashid როვერიც ეხლება თან. ეს უკანასკნელი კვლავ კერძო ხომალდის პირველ წარმატებულ დაშვებას ემსახურება, ბუნებრივია, თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდება…
საინტერესოა ისიც, რომ 12 აპრილიდან Mission 1-ის ფარგლებში ხომალდი მთვარის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. მან უკვე მთვარის ზედაპირის საოცარი სურათებიც შემოგვთავაზა. ახლა კი იგი სიმაღლის შეცვლასა და Atlas-ის კრატერთან მიახლოებას აპირებს, რასაც LIVE რეჟიმში შეგიძლიათ უყუროთ:
ფსონები საკმაოდ მაღალია, თუმცა იგი მაინც არ იქნება პირველი ხომალდი, რომელიც მოგზაურობის დროს განადგურდა — ინდოეთისა და ისრაელის მცდელობები 2019 წელს ხომალდების განადგურებით დასრულდა. ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკამ, ყოფილმა საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა მოახერხა მთვარეზე დაშვება.
თუ ეს მცდელობა შეყოვნდება, კომპანია ალტერნატიულ დაშვების თარიღებად 26 აპრილს, პირველ და 3 მაისს ასახელებს. რაშიდის როვერმა კი მისიის ფარგლებში 14 დღე უნდა დაუთმოს მთვარის ნიადაგისა და ზედაპირის შესწავლას. ESA-ს თქმით, იგი პირველ ევროპულ ტექნოლოგიას ატარებს, რომელიც მთვარის ზედაპირზე დაეშვება… და თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ კვირაში შეძლებენ იაპონელები ისტორიაში შესვლას?