in

ფეხბურთით შთაგონებული ბრენდინგი — Half-Time

ძალიან მარტივი ინსაითიდან დაბადებულ ბრენდზე უნდა გესაუბროთ — ფეხბურთის ყურება რომ ცივ ლუდთან ერთად არის კარგი, სწორედ ამ ამბავს ეფუძნება Half-Time-ის გამოჩენა სასმელების სექტორში. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი წარმომავლობის, რასის, ასაკისა თუ სქესის მქონე პირისთვის ფეხბურთის ყურება საოცარი გამოცდილებაა, სტადიონსაც სცდება და გულშემატკივრებთან ერთად ადგილს პაბებში, ბარებში, ბაღებსა თუ უბრალოდ სახლებშიც იკავებს, ამ უნივერსალური ინსაითიდან წამოვიდა უნიკალური იდეაც.

BOG
BOG

ლუდის ბრენდი, რომელიც საფეხბურთო კლუბებთან დაკავშირებულ პატარა ლუდსახარშებს უწევს პოპულარიზაციას. თითოეული შესანიშნავ, ხარისხიან ლუდს ქმნის და რაღაც მინიშნებებით ადგილობრივი გუნდებისადმი ერთგულებასაც გვაჩვენებს. ამიტომაც ახლა, განსხვავებული ლუდსახარშები, განსხვავებული ლუდები და კლუბები ვიზუალურად ფეხბურთის გეომეტრიითა და კლუბის სახელებით გააერთიანეს.

ვიზუალური იდენტობა, რომლითაც პირდაპირ ფეხბურთის გულშემატკივრებს ესაუბრებიან, DesignThought-ს ეკუთვნის. თითოეული ქილა და ლუდი კარგად ცნობილ საფეხბურთო კლუბს წარმოადგენს, ფეხბურთის სემიოტიკასა და გეომეტრიას პატარა გრაფიკად აერთიანებს, რომლებიც პოპულარულ სახელს ასახავს. დანარჩენი კი თავად შეაფასეთ:

რა ხდება, როცა D ვიტამინი გვაკლია – როგორ მუშაობს ვიტამინი D3 ჩვენს ორგანიზმში

ნარჩენები, რომლებიც არ გადამუშავდება და აბინძურებს გარემოს