9
აგვ
2018

სათამაშო აცრის სანაცვლოდ! – UNICEF-​ის კამპანია

9 აგვ 2018

ინდოეთში, ყოველწლიურად, იმუნიზაციის გარეშე 500,000 ბავშვი იღუპება. მაჩვენებელი საგანგაშოა, საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხის მიმართ კი საკმაოდ დაბალი. UNICEF-​მა პრობლემის მოგვარების ორიგინალური, ამასთან ეფექტური გამოსავალი მოძებნა. სააგენტო JWT-სთან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშოები დაამზადა და ისეთ რეგიონებში დაარიგა, სადაც იმუნიზაციის დონე ყველაზე დაბალია. თუმცა, კამპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე, ბავშვებს მხოლოდ სათამაშოს ერთი ნაწილი გადაეცათ, მეორე ნაწილის მისაღებად საჭირო აცრების დადგენილ დროს გაკეთება იყო აუცილებელი.

 

განხილვა