დღევანდელი სწრაფი და პრაქტიკულად, შეუჩერებელი სამყარო მუდმივ ცვლილებებსა და განახლებებს მოითხოვს. სულ გვჭირდება, რომ დროს დავეწიოთ და იქ გადავინაცვლოთ, სადაც მეტი პოზიტივი თუ კომფორტია.
ჰალოს კამპანია „დროა, ტალღა შეიცვალო“ მომხმარებლებს ფერადი ცვლილებებისკენ მოუწოდებს.
კამპანიის ფარგლებში, გართობისა და ურთიერთობების მოყვარულთათვის, კრეატიული სააგენტო პროჯექტ ლაბის დახმარებით, ვიდეორგოლი შეიქმნა. მთავარი პერსონაჟების, ერთი შეხედვით, მშვიდი საღამო არასტანდარტულად დასრულდება. ისინი განსხვავებულ გარემოში ჰალოს eSim-ის აქტივაციის შედეგად აღმოჩნდებიან.
ვიდეოს მთავარი მესიჯი მისი შინაარსივით მხიარულია და ძველი ტალღის ახლით შეცვლისკენ მოუწოდებს მნახველს.
გაინტერესებთ, რომელია სწორი დრო ახალ ტალღაზე გადასასვლელად?
თუნდაც, ახლა! სწორი ადგილი კი უსასრულობაა, რომელიც გელოდებათ.
ვიდეორგოლთან ერთად, ჰალო სხვა ცვლილებებითაც გეგებებათ და მისი სერვისებით სარგებლობას მალე სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ ახალი საიტიდან შეძლებთ. e-Sim-ის შეძენას, ბალანსის შევსებას, პორტირებასა თუ სხვა დანარჩენს ამიერიდან ონლაინ, hallo.ge-ზე მოახერხებთ.
ჰალოზე პორტირებით მეტ მხიარულებას, თქვენზე მორგებულ შემოთავაზებებსა და კონკურენტულ ფასებს მიიღებთ. შესაძლებლობებისა და უსასრულო კავშირის კარი ნებისმიერი მსურველისთვისაა ღია.
დაპორტირდი და გადაეშვი უსასრულო კავშირში.
ჰალო, დროა ტალღა შეიცვალო!
[R]