“ჰელოუინის” ფესტივალზე ამერიკელებს იმდენი არასასურველი ტკბილეული უგროვდებათ, რომ მათ 90%-ს ამ კანფეტების გადაცვლა უნდა. ამ მიზნით, ტკბილეულის მწარმოებელმა კომპანიამ Reese’s, უჩვეულო ვენდინგ მანქანა შექმნა. დანადგარი, რომელსაც “ტკბილეულის კონვერტერად” მოიხსენიებენ, ნიუ-იორკში, ვაშინგტონის სკვერში დადგეს. “ჰელოუინის” ფესტივალის მონაწილეებს მოწყობილობის ერთ სათავსოში არასასურველი კანფეტების ჩაყრა შეეძლოთ, სანაცვლოდ კი, გემრიელ ტკბილეულს იღებდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=m89djlGgzIQ










