in

როგორ იცვამდნენ Halloween-ზე ბოლო 20 წლის მანძილზე? – ფოტოპროექტი

აქ ნიუ-იორკის მეტროში გადაღებულ სურათებს ნახავთ…

წლის ყველაზე საშინელი დღე რომ არ იქნებოდა სრულყოფილი ასეთივე საშინელი კოსტიუმების გარეშე, ეს დანამდვილებით ვიცით. თუმცა სიმორ ლიქტის ფოტოები კვლავ ამაში გვარწმუნებს — ბოლო ოცი წელია ნიუ-იორკის მეტროში Halloween-ის მოყვარულებს უღებს, ახლა კი საუკეთესოები შეკრიბა და Halloween Underground-ის წიგნში გააერთიანა.

BOG
BOG

მხოლოდ 31 ოქტომბერს შეგიძლიათ შეიცვალოთ იდენტობა ისე, რომ არც თანამგზავრების მზერა იგრძნოთ. საზოგადოებაში შეგიძლიათ ჯადოქრის, ფარაონის, თქვენი საყვარელი სუპერ გმირისა თუ სექსუალური ქალთევზას ფორმით გამოხვიდეთ, — ამბობს სიმორ ლიქტი, ფოტოგრაფი.

თუმცა ინსპირაცია მხოლოდ უცნაურ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები კი არ ყოფილა, არამედ 1930-იანი წლების უოქერ ევანსის ნიუ-იორკის მეტროს პორტრეტები, ართურ ტრესის სიურრეალისტური სურათები, ხულიო კორტასარისა და ედგარ ალან პოს მოთხრობები, რაც ნამუშევრებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის… ამიტომ, ახლა ფოტოებისკენ გადავინაცვლოთ:

რა ხდება, როდესაც ბიზნესგადაწყვეტილებებში ახალგაზრდა ლიდერები ერთვებიან

BayWa CS Georgia LLC — სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა გერმანიაში