in

უნდა იყოს “ჰელოუინი” ქართული მარკეტინგული კომუნიკაციის ნაწილი?

31 ოქტომბერს,”ჰელოუინს” მსოფლიოს ათობით ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის, ჩინეთი, ფილიპინები, იაპონია, ავსტრალია, შვედეთი და სხვა. “ჰელოუინი”, ასევე, ცნობილია როგორც All Hallows’ Day ანუ “ყველა წმინდას დღე”. დღესასწაულს ყველა ქვეყანა მისთვის დამახასიათებელი სტილით ხვდება, თუმცა, საქართველოში, ყველაზე გავრცელებული “ჰალოუინის” ამერიკული ვერსიაა, სადაც ოჯახები დღესასწაულისთვის სპეციალურად ემზადებიან, ყიდულობენ, ქმნიან ან ქირაობენ კოსტიუმებს, ერთვებიან სახალისო და საშიშ აქტივობებში და ა.შ.

BOG
BOG

ერთი ვერსიით, “ჰელოუინის” ფესვები დაკავშირებულია მოსავლის აღების კელტურ ფესტივალთან, სახელწოდებით “სამჰაინ”. როგორც ამბობენ, “ჰელოუინი” სამჰაინის ქრისტიანული ვერსიაა, თუმცა ზოგიერთი მოსაზრებით, ეს ორი ფესტივალი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოიშვა.

“ჰელოუინისთვის” მზადებაში აქტიურად არიან ჩართულები კომპანიები. თუკი “გუგლში” ინგლისურად ჩავწერთ საძიებო ფრაზას “ჰელოუინის მარკეტინგი”, უამრავ შემეცნებით სტატიას წავაწყდებით, რომლებიც ამ დღესასწაულისთვის კამპანიის დაგეგმვაში დაგვეხმარება. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ “ჰელოუინი” ძალიან ბევრი კომპანიისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ამ “ჰელოუინისთვის”, ნიუ-იორკში, კონვერტერიც კი დაიდგა, სადაც სადღესასწაულო ტკბილეულის გადაცვლა შეიძლება:

 

https://www.youtube.com/watch?v=m89djlGgzIQ

საქართველოში “ჰელოუინის” მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება.  ბარებისა და რესტორნების ნაწილი ამ დღისთვის სპეციალურ საღამოებსაც გეგმავს. როგორც გავარკვიეთ, დიდ სავაჭრო და გასართობ ცენტრებში “ჰელოუინისთვის” ღონისძიებები გათვალისწინებულია, ხოლო ხშირ შემთხვევაში, მათი სამიზნე აუდიტორია ბავშვებია.

მარკეტერი დაუკავშირდა  თბილისის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურს, კითხვით, იგეგმებოდა თუ არა აქტივობები “ჰელოუინისთვის”, თუმცა, როგორც განგვიცხადეს, წლევანდელი წლის ბიუჯეტში შესაბამისი ფულადი რესურსები გათვალისწინებული არ არის.

ჩვენ, ასევე, დავინტერესდით მარკეტერების მოსაზრებით, უნდა ექცეოდეს თუ არა “ჰელოუინს” საქართველოში მეტი ყურადღება, ასევე, უნდა იყოს თუ არა ის კომპანიების საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილი. ამ კითხვებით საკომუნიკაციო სააგენტო “ჯეპრას” უფროს კონსულტანტს, კახა მაღრაძესა და ბრენდინგ სააგენტო LIVE-ის ბრენდ კონსულტანტს, შოთა ჩინჩალაძეს, მივმართეთ.

შოთა ჩინჩალაძე: “მიმაჩნია, თუკი რაიმეს აღვნიშნავთ, ეს დღესასწაული უნდა მოგვწონდეს და იყოს ჩვენთვის ორგანული. თუკი ვინმესთვის “ჰელოუინი” ასეთი დღეა, რატომაც არ უნდა აღვნიშნავდეთ? მაგრამ, ვფიქრობ, რომ მიზეზი, რის გამოც არ აღვნიშნავთ, სწორედ ისაა, რომ “ჰელოუინი” არ არის ჩვენთვის ორგანული.”

კახა მაღრაძე: ” მარკეტინგისთვის ყველაფერი, ყველა მიდგომა, ყველა ინსტრუმენტი, ყველა მოვლენა საინტერესოა, თუკი ეს საკითხი აქტუალურია მისი აუდიტორიისთვის. თუ წარმოადგენ ისეთ ბრენდს, გაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც “ჰელოუინის” მოყვარულ აუდიტორიაზე გადის, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენო ამ დღესასწაულის ფენომენი. მითუფრო, თუ ასეთი დღე საინტერესო აქტივობების ჩატარების საშუალებას გაძლევს.”

რესტორნები ამერიკაში, სადაც ქართული ღვინის დალევა შეიძლება

საქართველო ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიას იწყებს