in

და რითი სუნთქავ შენ?

90-იანებში – მაშინ, როცა სულ რამდენიმე სახეობის კანფეტი იყო ხელმისაწვდომი ბაზარზე, ერთ-ერთი მათგანს “Halls” წარმოადგენდა. იმის გამო, რომ გასინჯვის შემდეგ ყველა აღნიშნავდა, რომ “უკეთ სუნთქავს”, რამდენიმე მითიც გაჩნდა კანფეტთან დაკავშირებით:

  • Halls ხველის საწინააღმდეგო ტაბლეტებია

ეს არ არის მართალი – ბრენდმა, რომელიც 1930-იანი წლებიდან არსებობს, შექმნა პროდუქტი, რომელიც სუნთქვას გვიუმჯობესებდა და დიახ, ეს ჩვეულებრივი კანფეტია. უფრო სწორად, ჩვეულებრივი კი არა – გამამხნევებელი კანფეტი!

  • აქვს სპეციფიური მენთოლის გემო და მხოლოდ ყელის ტკივილის დროს უნდა მივიღოთ

სინამდვილეში, ფორმულა ისეა შედგენილი, რომ ცივი ჰაერის შეგრძნება გამოიწვიოს. გემო და არომატი “Halls”-ის სახეობაზეა დამოკიდებული – იქნებ ცივი საზამთროს არომატი გირჩევნიათ კეკნრას?

სწორედ “Halls”, გლობალურად #1 ტკბილეულის მწარმოებელი ბრენდი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ახალი არომატებით!

მარკეტერის მკითხველისთვის საინტერესო ნაწილი – სარეკლამო კომუნიკაცია “მყვირალა”, შესამჩნევი ფერებით და მნიშვნელოვანი შეკითხვით “და რითი სუნთქავ შენ?” დაიწყო.

halls2

“ფორმულის” სახით საკომუნიკაციო მესიჯი ასე გამოიყურება:

ყველაფერი იწყება სუნთქვით > ცივი ჰაერი უკეთ სუნთქვის საფუძველია > ყოველ დღე უამრავ პრობლემას ვეჯახებით, გვჭირდება ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნება…ყოველ დღე უამრავი ახალი იდეის გენერირება გვჭირდება…ყოველ დღე გვჭირდება მხნედ და ფოკუსირებულად ვიგრძნოთ თავი… > ამ ყველაფრის მიღწევა მხოლოდ სწორად სუნთქვით არის შესაძლებელი > და რითი სუნთქავ შენ?

გამაგრილებელი კანფეტიდან სიმხნევემდე

იქიდან გამომდინარე, რომ “ჰოლსი” გამოყოფს მენთოლს, გაგრილება იწყება პირიდან და გრძელდება სასუნთქ ორგანოებამდე. შესაბამისად, სუნთქვა იცვლება, გარდაიქმნება  და  ანახლებს შეგრძნებებს. მენთოლის ძალა (უკეთ სუნთქვა) გეხმარება არა მხოლოდ იმაში, რომ უკეთ იგრძნო თავი, არამედ – საუკეთესოდ, იმისთვის, რომ ყოველდღიური ცხოვრებიდან მეტის  მიღება შეძლო. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ გამაგრილებელი, არამედ გამამხნევებელია კანფეტია.

Halls – ის მთავარი კონცეფცია ფოკუსირებაზე, ინსპირაციასა და მოტივაციაზეა აგებული

ჩვენს ეპოქაში ყველანი ვთანხმდებით, რომ ბრენდი არ არის მხოლოდ პროდუქტი, ბრენდი თავისი “ფილოსოფიით” შედის ადამიანებთან კონტაქტში და რაოდენ ამბიციურადაც არ უნდა ჟღერდეს, შეუძლია მის ყოველდღიურობაზე გავლენის მოხდენა.

ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ “ჰოლსის” მთავარ იდეას, გამხნევებას, მივალთ დასკვნამდე, რომ ზემოთ აღწერილი მენთოლის მიერ გამოწვეული შეგრძნებები არ არის მხოლოდ ფიზიკური ენერგია. ეს ეხება ადამიანის და იმ ენერგიის კავშირს, რომელიც უკვე არსებობს ტვინში და სხეულში და მხოლოდ პატარა ბიძგი ესაჭიროება “გამოღვიძებისთვის”.  აი, სწორედ ამ გამოღვიძებას უზრუნველყოფს “ჰოლსი”, რომ უფრო მყარად იგრძნო თავი და მოახდინო ანალიზი – რას აკეთებ ამ მომენტში და რა იქნება შენთვის შემდეგი.

ამბიციურად ჟღერს? – კი.

მხოლოდ რეკლამის გამო ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე? – არა, იმიტომ, რომ როცა ბრენდი არ არის მხოლოდ პროდუქტი და მის მიღმა დგას კონკრეტული იდეა, მას შეუძლია შეცვალოს თქვენი დღე…

როცა კანფეტი მხოლოდ კანფეტი არ არის , ის ხდება შენი თანამგზავრი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება:

  • როცა მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს
  • როცა საქმის კეთებისას მოტივაცია გჭირდება
  • როცა შემოქმედებით ინსპირაციას ელოდები
  • როცა შენი ამბიციები ფიქრებიდან მოქმედებაში გადმოგაქვს
  • როცა ფოკუსირებაა გჭირდება…

მსგავს მომენტებში საკუთარი თავის გასამხნევებლად ყველას სხვადასხვა ჩვევა გვაქვს – ზოგი ყავას მივირმევთ, ზოგი ჩაის, ზოგიც ენერგეტიკულ სასმელებს… გამამხნევებელ კანფეტს შეუძლია ასევე წარმატებით გახდეს თქვენი კომპანიონი, როცა გჭრიდებათ.

უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს პროდუქციის არჩევანის გაფართოებას ბაზარზე წარმატებით დაბრუნების შემდეგ.

და რითი სუნთქავ შენ?…

halls-cover

Spotlight 2015-ის ვიდეო და მნიშვნელოვანი მომენტები

სამსუნგის ბრენდ მაღაზიაში სამსუნგ GALAXY S სერიის სმარტფონების პრეზენტაცია გაიმართა