in

ხალიკ ბანკი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

რამდენიმე დღეში საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და გავიხსენებთ იმ ისტორიას, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაიარა. „ხალიკ ბანკი საქართველო“ 26 მაისისადმი მიძღვნილ ვიდეოში სწორედ ამ 106-წლიან ისტორიას მიმოიხილავს.

„ვიდეოს მომზადების იდეა თავისით დაიბადა. ჩემი აზრით, ისეთი თავისუფლებისმოყვარე ერისთვის, როგორიც საქართველოა, არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მთელი ქვეყნისთვის მიგველოცა 26 მაისი — დამოუკიდებლობის დღე. ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით, შევეცადეთ, ისტორიული კადრებით ქრონოლოგიურად შეგვეჯამებინა ჩვენი ქვეყნის განვლილი ბოლო 106 წელი.

ვფიქრობ, მივიღეთ საკმაოდ ამაღელვებელი და ემოციური  ვიდეო, რომლის ნახვის შემდეგაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე სიამაყით აივსება“,ამბობს თაკო ჟღენტი, „ხალიკ ბანკი საქართველოს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.


Credits

Client: Halyk Bank Georgia
Head of Marketing and PR division: Tako Zhgenti

Executive Agency: Ad Geeks
Creative Director: Irakli Japaridze
Account Executive: Mariam Khurtsilava
Designer: Tata Tsertsvadze

Creative Agency: Ad Van
Project Manager: Tako Varamashvili
Copywriter: Ano Prangishvili

Voice: Bacho Chachibaia
Thanks to:
Goga Chanadiri
National Archive of Georgia
Sovlab
Georgian Public Broadcaster

[R]

თიბისის მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი – ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

4 გზა „შინაგანი ლიმიტების“ დასაძლევად