in

კოლუმბიის რესტორანში 24-კარატიანი ოქროს ბურგერი გამოჩნდა

იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბურგერი არ უყვარს და ალბათ, კიდევ უფრო იშვიათია ისეთი ხალხი, ვისაც ოდესმე ოქროს ბურგერის მირთმევაზე უფიქრია.

თუ ოდესმე კულუმბიის ქალაქ ბოგოტაში მოხვდებით, თქვენ შეგეძლებათ, 24-კარატიანი ოქროს ბურგერი დააგემოვნოთ. 

როგორც ჩანს, სწრაფი კვების ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტს
“დამსახურებული პატივი მიაგეს” – ბრიოშის პურის და ორმაგი ხორცის ღვეზელის, ხრაშუნა კარამელიზებული ბეკონის, ხახვისა და ორმაგი ყველის კომბინაციას თან ერთვის ოქროს ფოთლები.

რესტორნის მფლობელის თქმით, ის შთაგონებული იყო თურქეთის რესტორნებით, სადაც მსგავსი ბურგერი მიირთვა და იმედოვნებს, რომ კულუმბიის სასადილოებში ახალ ტრენდსა და ტრადიციას შეიტანს.

საფრანგეთის ყველაზე გაყიდვადი შამპანური Nicolas Feuillatte უკვე საქართველოშია!

აუთდროფერი | ყველგან და ყოველთვის – ინოვაციური გზა მეამას ყავის კაფსულების შესაძენად, რომელიც თბილისის ქუჩებში, შენს სახლთან ახლოს შეგხვდება