Call of Duty:Black Ops 7-თან კოლაბორაციით, Hamilton განაგრძობს საათების დამზადებისა და კრეატიულობის გზაზე არსებული შესაძლებლობების გაფართოებას. შვეიცარული საათების მწარმოებლისთვის ეს უკვე მესამე მსხვილი თანამშრომლობაა ვიდეოთამაშების სამყაროსთან.
Hamilton-ისთვის Call of Duty-ს სამყაროში შესვლა, სადაც სიზუსტე და მდგრადობა წარმატების გასაღებია, იდეალური არჩევანია. Black Ops 7-ში აქსელ ვერმააკი Khaki Field Automatic 38 მმ-იან საათს ატარებს. მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ, ვიდეოთამაშში გამოყენებული საათის ექსკლუზიური მოდელი რეალურ ცხოვრებაშიც მოირგონ.
გამძლე, შვეიცარული წარმოების საათი შექმნილია Black Ops-ის სამყაროს ტონალობის შესატყვისად, უჟანგავი ფოლადის კორპუსით, შავი ციფერბლატითა და Super-LumiNova-თი დაფარული ისრებით დაბალ განათებაში ხილვადობისთვის. გამძლე, ხაკისფერი NATO-ს სამაჯური აძლიერებს ამ მოდელის ტაქტიკურ უპირატესობას, ხოლო H-10 ავტომატური მექანიზმი უზრუნველყოფს 80-საათიანი ენერგიის რეზერვს, რომელიც მზადაა ნებისმიერი მისიის შესასრულებლად. Hamillton-ის ამ მოდელს, რომელიც ლიმიტირებულად, მხოლოდ 5000 ცალია გამოშვებული, შეფუთვაც ექსკლუზიური აქვს, რომელსაც ყუთზე Black Ops 7-ის სიმბოლო აქვს ამოტვიფრული.
Hamilton-ის საათები მუდამ სანდო თანამგზავრია, როდესაც ყოველი წამი მნიშვნელოვანია, მაჯაზე, ეკრანზე თუ ვირტუალურ სამყაროში, მისიების შესრულებისას.
Hamilton x Call of Duty-ს საათის მოდელი – ლიმიტირებულად თაიმის მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი.

ტექნიკური მახასიათებლები
ხაკისფერი Field Auto 38 მმ
Call of Duty Special Edition
კორპუსი: 38 მმ უჟანგავი ფოლადის კორპუსი.
სპეციალური კორპუსის უკანა მხარე Call of Duty გრავირებით
სიმაღლე: 10,9 მმ
საკეტის სიგანე: 20 მმ
ციფერბლატი: შავი ციფერბლატი მრავალი დასრულებით
ისრები: საათის და წუთის ისრები Super-LumiNova®-ით
მექანიზმი: H-10 ავტომატური მექანიზმი 80-საათიანი ენერგიის რეზერვით
სამაჯური: ხაკისფერი მწვანე NATO-ს სამაჯური
მინა: საფირონის ბროლი
წყალგამძლეობა: 10 ბარი (100 მ)

H70475930
[პარტნიორის კონტენტი]










