საათების მოყვარულებისთვის TI’ME-ის სახელი კარგადაა ცნობილი. ეს ბრენდი 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ბრენდული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. TI’ME-ში შოპინგი შესაძლებელია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. ამ ქსელში წარმოდგენილია შვეიცარიული საათების ბრენდები, როგორებიცაა: EDOX, CLAUDE BERNARD, CITIZEN, Hamilton და სხვა.
პროექტი, სახელად HAMILTON X DUNE: Part Two ფილმის შემქმნელებისა და Hamilton-ის ერთობლივი ნამუშევარია. “The Desert Watch” – ასე ჰქვია საათს, რომელიც ფილმშია წარმოდგენილი და უდაბნოს მისტიკურობითა თუ პლანეტა არაკისის მისტიკითაა შთაგონებული. აღსანიშნავია ისიც, რომ Hamilton-ის ჯგუფთან ერთად საათზე ფილმის რეკვიზიტების ოსტატმაც იმუშავა. პროექტის ფარგლებში ორი მოდელი შეიქმნა: VENTURA XXL BRIGHT და VENTURA EDGE. ორივე მოდელი ლიმიტირებულ კოლექციაში შედის.
მართალია, აღნიშნული საათი გამოგონილ პლანეტაზე გამოიყენება, მაგრამ მისი შეძენა უკვე აქ, დედამიწაზეც შეგვიძლია. ეს პროდუქტი, ექსკლუზიურად, TI’ME-ის სამ მაღაზიაშია წარმოდგენილი: გალერია თბილისი, სითი მოლი საბურთალო და ისთ ფოინთი. გაითვალისწინეთ, რომ სამივე ადგილას მოდელის მხოლოდ თითო ერთეული იყიდება.
TI’ME ის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ყოველთვის სთავაზობს სიახლეებს და საშუალებას აძლევს, ისეთი პროდუქტი შეიძინოს, რომელიც მის გემოვნებას, ხასიათსა და მოთხოვნებს შეეფერება. HAMILTON-ისა და DUNE-ის კოლაბორაციით გამოშვებული კოლექციის ბაზარზე შემოტანაც ამ მიდგომას გამოხატავს. შესაბამისად, თუ კინო და საათები ერთნაირად გიყვართ, იჩქარეთ, რომ გახდეთ ყველაზე ექსკლუზიური და იშვიათი მოდელის მფლობელი.
[R]