ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს ხელი აჭმევენ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. იქ მისულ მომხმარებელს აღარ მოუწევს სუფრასთან ქცევის წესების პრაქტიკაში გამოყენება, მას ეს უბრალოდ არ დასჭირდება.

ეს რესტორან Hands Off!-ის მომსახურებაა. აქ, პერსონალი, მომხმარებლებს ჭამაში დაეხმარება, უფრო სწორად, ხელით აჭმევს. ასეთი სერვისის შთაგონების წყარო, ტაილანდური ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც, მასპინძელი ცდილობს, სტუმარს ყველანაირი კომფორტი შეუქმნას და მაქსიმალურად ასიამოვნოს.
გამოცემა Metro.co.uk-ის ინფორმაციით, ვიზიტორებს, საკუთარი ხელით, წყლის დალევაც კი არ მოუწევთ – მათ მაგივრად ამაზეც მიმტანები იზრუნებენ. რესტორნის მენიუში, ძირითადად, აღმოსავლური კერძები იქნება, რადგან კონცეფციის ინსპირაცია სწორედ იქაური ტრადიციები გახდა. Hands Off!-ში სადილი, ერთ პერსონაზე, დაახლოებით, $26 ეღირება და პირველ სტუმრებს რამდენიმე დღეში მიიღებს.











