in , ,

Hands – მოხატული საყვავილეების ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi
ქრისტინა დვალიშვილი, გიორგი გვარამია
ქრისტინა დვალიშვილი, გიორგი გვარამია

Hands ორიგინალურად მოხატულ საყვავილე ქოთნებს ქმნის. Hands-ის მიზანია, ადამიანებს გაულამაზოს საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილი და ერთფეროვანი ქოთნების ნაცვლად, ფერადი თიხის, ან კერამიკის ნაწარმი და ყვავილები შესთავაზოს. იდეა ორ მეგობარს, გიორგი გვარამიასა და გაგა ფოფხაძეს გაუჩნდა. ისინი თიხის ნაწარმს ამზადებენ, მათი მეუღლეები კი, ქოთნების მოხატვასა და ყვავილების დარგვაში ეხმარებიან.  Hands-ის ერთ-ერთმა დამფუძებელმა, გიორგი გვარამიამ მარკეტერთან ისაუბრა, თუ რა იყო ამ წამოწყების ინსპირაცია და როგორ ქმნიან ნაწარმს.

M: როგორ გაგიჩნდათ Hands-ის შექმნის იდეა?

2 წელიწადზე მეტია, მარკეტერს ვადევნებთ თვალს და აქ ხშირად იწერებოდა სხვადასხვა წამოწყებების შესახებ. მარკეტერი ყველას მოუწოდებდა, თავადაც დაეწყოთ ბიზნესი. მახსოვს, ერთ-ერთი სტატია იყო ადამიანზე, რომელმაც მთიან რეგიონში კოტეჯები გააკეთა და სწორედ აქედან გაგვიჩნდა რაიმე ახლის შექმნის სურვილი და დავფიქრდით, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ზუსტად 2 თვის წინ გაგვიჩნდა ჰობი: მოგვეწონა ყვავილები და მათი გამრავლება დავიწყეთ სახლებში. ვინაიდან ჩვეულებრივი ქოთნები სახლის ინტერიერს არ შეეფერებოდა, გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ დაგვემზადებინა სასურველი დიზაინის საყვავილეები. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ჰობი ბიზნესად გვექცია.

M: როგორ  წამოიწყეთ ეს ბიზნესი?

გაგა ფოფხაძე, სოფო მეგრელი
გაგა ფოფხაძე, სოფო მეგრელი

ბიზნესი ჯამში 1000 ლარით წამოვიწყეთ. ქოთნების კეთება დაახლოებით ერთი თვის წინ ინტერნეტით ვისწაველეთ. ნაწილი ჩვენი გაკეთებულია, ნაწილი, კი პირველ ეტაპზე, შროშაში დავამზადებინეთ. თანდათანობით დავხვეწეთ და ფორმები მივეცით. ახლა ხორავასა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე გვაქვს პატარა დახლი და ჩვენი ქოთნებიც იქ იყიდება.

M: როგორ ამზადებთ ყვავილების ქოთნებს?

ეს არის მოხატული თიხის ქოთნები, როგორიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. არის კარგი ხარისხის კერამიკისა და თიხის. მოხატულია აკრილის საღებავით, რომელიც ყვავილის ფესვებისთვის არაა მავნებელი და ფერსაც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. როდესაც ადამიანი ყვავილს ყიდულობს, ახალი სიცოცხლე შეაქვს სახლში და ამავდროულად, მეტ ფერსა და სიხალისეს მატებს ორიგინალური ქოთნის საშუალებით.

M: როგორ აპირებთ ამ საქმიანობის განვითარებას?

ინდივიდუალურ შეკვეთებსაც ვიღებთ და გვინდა, ეს სერვისი გავაუმჯობესოთ და სასაჩუქრე ქოთნები დავამზადოთ. სამომავლოდ, ადგილზე მიტანის სერვისის დამატებასაც ვფიქრობთ და გვინდა, რამდენიმე თვეში საყვავილე ლარნაკების მოხატვაც დავიწყოთ.

handshands hands.jpg hands unnamed (3) hands hands hands hands hands hands hands

პრე-აქსელერატორი 9.8 და F – creathon

როგორ ვინადიროთ ქვეითებზე თვალის ერთი “ჩაპაჭუნებით”?! – ინტერაქტიული სტიკერი ამსტერდამის ტრამვაიში