in

Handwrytten — რობოტები, რომლებიც ადამიანების ხელნაწერს ბაძავენ

პირველი Unimate სამრეწველო რობოტის გამოგონებიდან დაახლოებით 70 წლის შემდეგ, მექანიკურმა ასისტენტებმა რევოლუცია მოახდინეს მრავალ ინდუსტრიაში — წარმოებით დაწყებული, ჯანდაცვით დასრულებული. ზოგიერთ რობოტს შეუძლია, არქეოლოგებს დაეხმაროს, ზოგიერთი კი სახლებით 3D პრინტერით შექმნაში იღებს მონაწილეობას. ახლა კი, შესაძლოა, რობოტებმა რევოლუცია მოახდინოს ადამიანის თვითგამოხატვის ერთ-ერთ უძველეს ფორმაში, კერძოდ, წერაში.

წარმოიდგინეთ რობოტების არმია ნამდვილი კალმებით, რომლებიც რეალურ ასოებს წერენ — თანაც, საკმაოდ რეალისტურად. სწორედ ეს იდეა ადგას Handwrytten-ის მიღმა. აღნიშნულმა კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა რობოტ მწიგნობართა პოპულარიზაცია. 2014 წელს დაარსების დღიდან კომპანიის რობოტებმა 6 მილიონზე მეტი ბანკნოტი დაამზადეს და 100 000-ზე მეტი მომხმარებელი მოიპოვეს — მათ შორის Netflix, რომელმაც გამოიყენა რობოტები ფილმის The Last Letter from Your Love-ის პოპულარიზაციისთვის.

Handwrytten-ის პრინციპი მარტივია: ინდივიდებსა და კომპანიებს შეუძლიათ, ხელნაწერის 30 სტილი აირჩიონ ან საკუთარი დააკოპირონ, რობოტები კი ზუსტად არჩეული ვერსიის მიხედვით დაწერენ. ამასთან, თუ მომხმარებელს თავისი ფონტის პოპულარიზაცია სურს, ამ სერვისის ინტეგრირება შესაძლებელია გაყიდვებსა და მარკეტინგულ სტრატეგიაში.

თითოეული „მწერალი რობოტი“ ცოტათი საბეჭდ მანქანას ჰგავს, ღია ბრტყელი ზედაპირით, რომელზეც ქაღალდი თავსდება. რობოტის მკლავი კი ბურთულიან კალამს იჭერს და წინასწარ გაწვრთნილი ალგორითმის შესაბამისად წერს. „ადამიანის დნმ-შია მსგავსი პერსონალიზებული ნივთები, რომლებსაც შეგვიძლია შევეხოთ და დავიჭიროთ. სხვა სიტყვებით, ადამიანები არაცნობიერად უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და და აფასებენ ხელნაწერს, ვიდრე ელ.წერილს ან ტექსტურ შეტყობინებას“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

„ლისი დეველოპმენტის“ მარკეტინგის სამსახურს სალომე კელენჯერიძე უხელმძღვანელებს

საბურთალოზე „ბიბლუსის” პირველი ფრენჩაიზ მაღაზია გაიხსნა