11
Jul
2019

სასტუმრო, სადაც ფრენა ძილის ალტერნატივაა

11 Jul 2019

ადამიანების ნაწილი მშვიდი ძილისთვის ყურის საცობებს იყენებს, ან ე.წ. „სლიფერებს“ იკეთებს თვალებზე. ზოგს ის აწუხებს, არის, თუ არა ფანჯარა ღია, დაძინებისას, ან დგას თუ არა ტუმბოზე წყლით სავსე ჭიქა. ერთმა იაპონურმა სასტუმრომ კი გადაწყვიტა ადამიანებს ახალი საფიქრალი გაუჩინოს – ძილი, თუ ფრენა? ასე ჟღერს კითხვა, რომელიც სასტუმრო Haneda Excel-ის ერთ-ერთ ნომერში შესულს აუცილებლად გაგიჩნდებათ, რადგან აქ, საწოლის გვედით, ფრენის სიმულატორია განთავსებული, ბოინგ 737-800-ის დიზაინით.

თუ თვითმფრინავის მართვაზე ერთხელ მაინც გიოცნებიათ, ან არ გიოცნებიათ, რადგან გეშინოდათ, სასტუმროს ეს ოთახი ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ. Haneda Excel Hotel Tokyu-ს გვერდზე არ არის განმარტებული, თუ რომელ სისტემურ უზრუნველყოფას იყენებენ სიმულატორის ფარგლებში, თუმცა, ეს სიახლე შესაძლოა MIcrosoft-ის ახალ ფრენის სიმულატორს უკავშირდებოდეს. მსგავსი ოთახი გასულ წელს, Hilton Panama-ში მოაწყეს, რომელიც სასტუმროს გეიმინგ ოთახის სახელითაა ცნობილი. ეს ოთახი გეიმინგ ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რომელშიც შედის Core i7-7800 CPU და Nvidia GTX 1800 Ti გრაფიკული ბარათები, რომელიც 65 ინჩიან, OLED ეკრანს უკავშირდება.

Haneda Excel Hotel Tokyu-ს გეიმინგ ოთახში ღამის გატარება, დაახლოებით, 233 დოლარი ღირს, 90 წუთიანი გაკვეთილის მიზნით ნომრის დაქირავება კი 277 დოლარი ჯდება. სასტუმრო დაკავშირებულია საერთაშორისო აეროპორტთანაც და იმ შემთხვევაში, თუ ძილს ფრენას არჩევთ, ფრენის გაკვეთილები კი თქვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, ნამდვილი თვითმფრინავის შტურვალთან თავის გამოცდის შანსსაც მოგცემენ.

განხილვა