in

#პორტფოლიო: ნახეთ და შეაფასეთ Hans & Gruber-ის ნამუშევრები

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო Hans & Gruber-ის პორტფოლიოდან გიზიარებთ ნამუშევრებს. ნახეთ და შეაფასეთ Hans & Gruber-ის #პორტფოლიო, ფოტო/ვიდეო/ანიმაციის მიმართულებით.

BOG
BOG

თბილღვინო – ჩემპიონი ღვინო საქართველოდან

თბილღვინო 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე და მისი მიზანია, იყოს ქართული ღვინის წარმომადგენელი მსოფლიოში. ამ გზის ალეგორიად, კლიპში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველის, ნონა გაფრინდაშვილის ისტორიაა ნაჩვენები, რომელმაც მცირე ნაბიჯებით დაიწყო მიზნისკენ სვლა და საერთაშორისო წარმატებას მიაღწია.

თბილღვინო – ღვინო საქართველოდან  

მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე 8000 წლის წინ, პირველი დერგი შეიქმნა, ღვინომ დიდი გზა განვლო. სააგენტოს გუნდმა მიზნად დაისახა თბილღვინოს ბრენდისთვის გამორჩეული, აქამდე დაუკავებელი პოზიცია შეერჩია. ამ მიზნით, შეიქმნა ანიმაციური კამპანია, რომლის საშუალებითაც [ქართული] ღვინის 8000 წლოვანი ისტორია თბილღვინოსთან დაუკავშირეს და ბრენდი ამ ისტორიის გამგრძელებლად წარმოაჩინეს. ანიმაციამ KIAFF-ზე ორი ბრინჯაოს მედალი აიღო.

საქართველოს ბანკი – იყო და არა იყო რა

წიგნის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის შემეცნებითი, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. ანიმაცია ქართული ზღაპრების გაცოცხლებას, ბავშვებისა და უფროსებისთვის მათ გაცნობას, შეხსენებას და  ზღაპრულ სამყაროში თავგადასავლებს ეძღვნება. საბოლოო მიზანი კი ბავშვებისა და მშობლების წიგნებით მეტად დაინტერესებაა.

თბილღვინო – ვაზი საქართველოდან

ვაზის ჯიშების ისტორიაზე, მათ მახასიათებლებზე და საგემოვნო თვისებებზე არც ისე ბევრ ადამიანს აქვს ინფორმაცია. ამ დეფიციტის შესავსებად ინფორმაციული, ანიმაციური სერია შევქმენით.

ვოლტი – სახლის კომფორტით 

სააგენტოში დიდი ყურადღება ექცევა ფოტო-კონტენტს, რომელსაც გუნდი თავად ქმნის. მაგალითად, ვოლტისთვის ასეთი კამპანია მოიფიქრეს – რაც არ უნდა მოგინდეს, ყველაფერს რომ ვოლტზე იპოვი და თანაც ისე, რომ სახლის კომფორტი არ დათმო!

თბილღვინო – მუზეუმები

ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია ანიმაციას გაგრძელება მოყვა, მუზეუმებთან თანამშრომლობის სახით. ღვინოსთან დაკავშირებული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატების გაცნობა უფრო ხელშესახებს ხდის ღვინის ისტორიას.

თბილღვინო – Lifestyle 

ამ ფოტოსერიით გადაწყვიტეს გადმოეცათ საზაფხულო განწყობა, მეგობრების შეკრება და ღვინის დაგემოვნება.

გრინჰილი- ინტერიერი 

ბინის შერჩევა რთული და ხანგრძლივი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპლექსი მშენებლობის პროცესშია და შერჩევისას მხოლოდ ნახაზებითა თუ რენდერებით გიწევს მომავალ საცხოვრებელზე წარმოდგენის შექმნა. Hans & Gruber-ის კრეატიულმა გუნდმა გადაწყვიტა პოტენციური მობინადრეებისთვის გრინჰილში ცხოვრების რეალური სურათი დაენახებინა, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ხელშესახები და მარტივი ყოფილიყო. გადასაღებად კი უკვე დასრულებული და მოწყობილი, რეალური მობინადრეების სახლები შეარჩიეს.

მწვანე უბანი ლისთან – ექსტერიერი/ინტერიერი

მწვანე უბანი ლისთან ქალაქის ხმაურისგან მოშორებით მდებარე, მყუდრო საცხოვრებელი კომპლექსია, ჯანსაღი ჰაერითა და გამწვანებული გარემოთი. კონტენტის მიზანი იყო, რომ პოტენციური მობინადრისთვის სწორედ ეს განწყობა გაეზიარებინათ და წინასწარი ემოციური ბმა გამოეწვიათ უბანთან.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნახეთ: ბრჭყვიალებითა და მელნით შექმნილი სამყაროს სიმულაცია

სითი მოლ საბურთალოსა და სითი მოლ გლდანში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნება!