in

„ხელოვნება ცხოვრების წესია“ — Hanyu Mu-ს მელანქოლიური ნამუშევრები

Hanyu Mu წარმოშობით ჩინეთიდანაა და ხელოვნების მრავალ მედიუმში მუშაობს — მათ შორის ილუსტრაციის, ფერწერის, 2D ანიმაციისა და ვიდეოების მიმართულებით. ნებისმიერ შემთხვევაში მისი მთავარი ორიენტირი ნარატიული სამყაროების სიღრმეებში ჩასვლაა, სადაც საკუთარი ემოციებისა და დაუოკებელი ფანტაზიის გამოხატვას შეუზღუდავად შეძლებს.

BOG
BOG

ბევრი მხატვრის მსგავსად, ჰანიუმ ხატვის სიყვარული კედელზე „ჯღაბნით“ აღმოაჩინა და ნაცვლად იმისა, რომ მშობლებს ხელი შეეშალათ მისთვის, სრული თავისუფლება მიანიჭეს. „მათ ესმოდათ ხელოვნებაში კმაყოფილების პოვნის მნიშვნელობა და ყოველთვის მხარს მიჭერდნენ სხვადასხვა ინტერესის განვითარებაში. საშუალო სკოლაში მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი გატაცება მხატვრობა იყო, შემდეგ კი პროფესიულ განათლებას დავეუფლე“.

როგორც ამბობს, შემოქმედება მხოლოდ არსებობის საშუალება არ არის, არამედ ხსნაცაა. ცდილობს, ნამუშევრები შინაგანი ემოციებით აავსოს და მნახველებს ზუსტად გადასცეს ის შეგრძნებები, რომლებიც თავად ეუფლება რაღაცის შექმნისას.

როცა საუკეთესო მძღოლი ხარ და დალევის საშუალება არ გაქვს — Heineken-ის სახალისო რეკლამა

ყველაფერი, რაც Samsung-მა Summer Galaxy Unpacked 2023-ზე წარადგინა