სამყარო, რომელიც სულ უფრო მეტად იყოფა კონფლიქტებითა და მანძილით, ნუგეშს ციფრულ რეალობაში პოულობს. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა WhatsApp — საკომუნიკაციო აპლიკაცია, როგორც მილიონობით ადამიანის დამაკავშირებელი ქსელი. მის უახლეს სარეკლამო კამპანიაში „Happiness and Love: A True Story on WhatsApp“ კი ომის გამო იძულებით განშორებული ადამიანების ამბავს ვხედავთ.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20 წლის სტუდენტზე გვიყვება, რომელიც სირიის სამოქალაქო ომის ფონზე WhatsApp-ში უკავშირდება თავის ოჯახს. „ეს ისტორია კავშირის მნიშვნელობაზეა ფოკუსირებული. მაშინ, როცა ადამიანები ფიზიკურად შორს არიან ერთმანეთისგან, ციფრული სივრცე ყველას თავშეყრის ადგილს წარმოადგენს“, — აღნიშნავს WhatsApp-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ვივიან ოდიორი.
ფოტოების გაზიარებით, სტიკერების ან ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნით თითქოს დისტანციის სიცარიელე ივსება და სიახლოვე უფრო ხელშესახები ხდება… „ჩვენ მუდამ ერთმანეთის გვერდით ვართ; ერთმანეთს ჯიბეებით ვატარებთ და ვუზიარებთ ჩვენს სამყაროებს — მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს ვართ“, — ამბობს ვიდეორგოლის მთავარი გმირი.