in , ,

რატომ უხარიათ მამაკაცებს ყვავილების ხშირად ჩუქება? – Happy Cam–ით დაფიქსირებული ემოციები

როგორ მოვანდომოთ მამაკაცებს, რომ ქალბატონებს უფრო ხშირად აჩუქონ ყვავილები? ამ კითხვამ, თავად ქალბატონების გარდა, Net Florist-იც ჩააგდო საგონებელში.

 

 

რატომ უნდა ელოდოთ დაბადების დღეს ან რომელიმე დღესასწაულს, რომ ყვავილების ჩუქების მიზეზი გქონდეთ? უმჯობესია, ახალი საუკეთესო მოგონებები თავად შექმნათ. თუ შორს ხართ ან მოულოდნელი სიურპრიზის გაკეთება გსურთ, მაშინ თქვენ ვერ დაინახავთ იმ ემოციებს რაც თქვენს საჩუქარს მოჰყვება. გამოსავალი სამხრეთ აფრიკულმა კომპანია Net Florist–მა იპოვა.

 Net Florist–ის საიტზ ყვავილების შეკვეთისას Happy Cam-ის არჩევით, დამკვეთი მიიღებს ვიდეოჩანაწერს ადრესატის ემოციებით. ყველაფერი ფიქსირდება პატარა ვიდეოკამერებით, რომლიც ადგილზე მიტანის სამსახურის თანამშრომელს კეპში აქვს დამონტაჟებული. მამაკაცები თავის რჩეულს ყვავილებით ახარებენ და თავადაც ბედნიერი არიან მათი ემოციების ყურებით. ვიდეორგოლზე სააგენტო FCB-მ იმუშავა.

კაპაროლის დათბუნების სისტემები – CAPAROL

ინოვაცია შენით იწყება! – სტარტაპ საქართველო