9
ნოე
2018

“Happy Day“ – ახალი ტრადიცია Beeline-ის მომხმარებლებისთვის

9 ნოე 2018

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, „ბილაინის აპლიკაცია MyBeeline-ის მომხმარებლებისთვის იწყებს ახალ ტრადიციას – “Happy Day“, რომლის ფარგლებშიც, „ბილაინის“ მომხმარებლები განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ისარგებლებენ.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

Happy Day-ს შეთავაზება პერიოდულად და დაუანონსებლად ჩნდება MyBeeline აპლიკაციაში. შეთავაზების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი იგებს „ბილაინის“ ფეისბუკის გვერდიდან, SMS-ითა და ვებგვერდის www.beeline.ge მეშვეობით, უშუალოდ Happy Day-ს დღეს, ხოლო შეთავაზების სრულად ნახვა მხოლოდ MyBeeline აპლიკაციითაა შესაძლებელი.

„ბილაინის“ პირველი Happy Day 8 ნოემბერს გამოჩნდა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეეძინათ iPhoneXS 64 GB მხოლოდ 2499 ლარად, ნაცვლად 3499 ლარისა და საჩუქრად მიეღოთ „ბილაინის“ 64GB მობილური ინტერნეტი ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში.

[R]

განხილვა