არსებობის განმავლობაში პირველად, მაკდონალდსმა Happy Meal-ის ყუთებიდან საკულტო ღიმილი გააქრო. ეს ნაბიჯი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების კვირეულს უკავშირდება და ოჯახებს მოუწოდებს, ერთმანეთთან ღიად ისაუბრონ სხვადასხვა ემოციის შესახებ.
კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეორგოლში ბავშვები ეპიცენტრში გვევლინებიან — ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთან საუბარი იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს. თანაც აქ ყველა ბავშვი ღიად გამოხატავს საკუთარ თავს, რაც ყველასთვის შვებაა… ვინაიდან ეს საკმაოდ სათუთი თემაა, სწრაფი კვების ქსელი BBC-ის Children in Need პროექტთან თანამშრომლობდა. შედეგად, ონლაინ ცენტრიც კი შეიქმნა, რომელიც ბავშვების ემოციური კეთილდღეობისთვის საჭირო რესურსებს უზრუნველყოფს.