24
Oct
2019

ბიჭი, რომელიც Happy Meals-ის ყუთში ბედნიერ მომენტებს ინახავს

24 Oct 2019

Elit Electronics


სააგენტო TBWA/Paris-მა „მაკდონალდსის“ Happy Meals-ისთვის („ბედნიერი კვება“) ვიდეორგოლი შექმნა, სადაც ბრენდის პროდუქტის ყუთს პატარა ბიჭი მისთვის საყვარელი ნივთებისა თუ მოვლენების შესაგროვებლად იყენებს.

რეკლამის ჩაშვება კომპანიის ფუნქციონირების საკამათო პერიოდს დაემთხვა, როცა დიდ ბრიტანეთში პეტიცია შეიქმნა Happy Meals-იდან პლასტმასის სათამაშოების ამოღების თაობაზე. ამას მოჰყვა კომპანიის დაპირება, რომ მოთხოვნებს გაითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ბრენდის მეტოქე Burger King-მა საკუთარი გადაწყვეტილება გაავრცელა, რომ პლასტმასის სათამაშოებს ამოიღებდა – კამპანიის ფარგლებში, Melt Down.

ადამ ბერგის ფილმში ბიჭი ყუთიდან არაფერს იღებს, პირიქით, ერთად აგროვებს ფიჭვის გირჩს, აბაზანის ბუშტებს, დედის სუნამოს, კენჭებს სანაპიროდან და სხვა…

 

განხილვა