in

კითხვა, როგორც უსასრულო შესაძლებლობები — Happy Reader-ის რეკლამა

ერთხელ კარლ სეიგანმა კითხვა დროში მოგზაურობას შეადარა. Happy Reader-ის ახალი კამპანიაც სწორედ ამ ნარატივს მისდევს — საინტერესო ამონარიდების წაკითხვის შემდეგ მთავარი პერსონაჟი სხვადასხვა ექსტრემალურ აქტივობაში ერთვება. რეალურად კი ეს ყველაფერი მხოლოდ ტექსტით შთაგონებულ წარმოსახვაში ხდება.

ფილმის რეჟისორი ჰოლანდიელი იოჰან კრამერი იყო, რომელიც კინემატოგრაფ კატია ვან დენ ბრუკთან თანამშრომლობდა. რაც შეეხება Happy Reader-ს, ის Penguin Classics-ისა და Fantastic Man-ის პარტნიორობით შექმნილი წიგნის მაღაზიაა.

The Happy Reader from Chelsea Pictures on Vimeo.

როგორ გავუმკლავდეთ გადაბრალების კულტურას სამსახურში?

ჯორჯია ჯორჯიას წინააღმდეგ — Შტატის გუნდი საქართველოს ეწვევა