in

Happyshop.ge – ქართული ონლაინ სავაჭრო ცენტრი ბედნიერი შოპინგისთვის

ელექტრონული კომერციის განვითარების კვალდაკვალ, ქართული პლატფორმები მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული პროდუქტების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. ტექნოლოგიური მიღწევებით გაჯერებულ გარემოში, ბიზნესისა და საზოგადოების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, გურამ ხახუტაშვილმა, გუნდთან ერთად, ონლაინ პლატფორმა Happyshop.ge ჩამოაყალიბა. მრავალფეროვანი ფუნქციების დახმარებით, Happy Shop მომხმარებლებს უქმნის მოქნილი შოპინგის საშუალებას, ბიზნესებს კი საკუთარი ბიზნესგვერდის შექმნასა და გაციფრულებაში ეხმარება, რის საშუალებითაც თავიანთ პროდუქციას Happy Shop-დან სთავაზობენ სამიზნე აუდიტორიას.

„HappyShop ერთგვარი ონლაინ სავაჭრო ცენტრია და არის ბედნიერი და კომფორტული შოპინგის გარანტი. Happyshop შუამავლის როლს ასრულებს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის. Happyshop-ის ონლაინ პლატფორმის ერთიან სივრცეში თავმოყრილი იქნება ქვეყანაში მოქმედი სავაჭრო ობიექტები. აქ მომხმარებლისთვის შეიქმნება სრულყოფილი და კომფორტული გარემო სასურველი ნივთების ასარჩევად და შესაძენად,“ – გვიამბობს გურამ ხახუტაშვილი.

M: მთლიანობაში, რა პროდუქტებსა და სერვისებს აერთიანებთ?

Happy Shop-ზე შეხვდებით მრავალი სახის პროდუქციას. საქართველოში მოქმედ  ბიზნესს  საშუალება მიეცემა სრულად გამოხატოს საკუთარი თავი ნებისმიერი პროდუქტის შეთავაზებით.  მათ შესაძლებლობა ექნებათ, საიტზე შექმნან საკუთარ პროფილი, უსასყიდლოდ გახსნა ონლაინ მაღაზია და გასაყიდად განათავსონ ნებისმიერი ნივთი, მათ შორის მეორადი მოხმარების.  გაყიდული ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდებაზე კი იზუნებს HappyShop-ი საკურიერო მომსახურების გაწევის გზით

ონლაინშოპინგის თავისებურებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული გვაქვს მომხმარებლის ინტერესების დაცვა, კერძოდ – ნივთის გადაცემისას, თუ მომხმარებლისთვის არასასურველი იქნება შეძენილი ნივთი, მას შესაძლებლობა ექნება, უკან გამოატანოს კურიერს და დაიბრუნოს გადახდილი თანხა.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი, როგორც ვენდორების, ასევე, გამომწერების მხრიდან?

ჩვენ საინტერესო ვართ ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც თავისი ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადატანა სურს, უფრო დიდ აუდიტორიასთან წვდომისთვის. ამასთან, ნაკლებად ცნობილ ან დამწყებ ბიზნესისთვის Happy Shop არის შანსი განათავსო საკუთარი პროდუქცია უკვე გამოცდილი/ცნობილი კომპანიების გვერდით და ჰქონდეს წვდომა მომხმარებელთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მრავალფეროვანი შეთავაზებიდან გამომდინარე, ჩვენს სამიზნე აუდიტორიაში მოიაზრებიან ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ შოპინგი ან საჭიროებიდან გამომდინარე, სურთ შეიძინოს ნივთ სწრაფად და მოქნილად. 

ერთგულ მყიდველს Happy Shop განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს ჰპირდება. Happy Shop-ის გუნდი თავისუფლებას აძლევს ყველა სეგმენტს და მუშაობს, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ონლაინ შოპინგით.

M: რითაა საინტერესო ვენდორებისთვის თქვენს პლატფორმასთან თანამშრომლობა?

Happy Shop-თან თანამშრომლობი ვენდორებს მიეცემათ შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი ბრენდის პროფაილი ონლაინ სივრცეში. ეს საშუალებას მისცემთ მარტივად ეკონტაქტონ საკუთარ მომხმარებლებს და უკვეთ გაეცნონ ონლაინ აუდიტორიას. მეორე მხრივ, ბიზნესს შესაძლებლობას ვაძლევთ, ისარგებლოს ჩვენი საკურიერო მომსახურებით. ჩვენ სრულად ვიზრუნებთ მომხმარებლამდე მათი პროდუქციის სწრაფ და უსაფრთხო მიწოდებაზე. ამრიგად, დაეზოგებათ არსებული საკურიერო მომსახურების ხარჯი. ასევე, ბიზნესს Happy Shop-ზე რეკლამის განთავსების საშუალებას მივცემთ. 

M: იქომერსის განვითარებასთან ერთად, მომხმარებელი უფრო მომთხოვნი ხდება ონლაინ შოპინგისას. როგორია თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

HappyShop-ის გუნდმა საფუძვლიანად იფიქრა მომხმარებლის წახალისების ფორმებზე. ჩვენი ორიენტირია, რომ მათთან თანამშრომლობა იყოს მრავალჯერადი. ყოველ შენაძენზე მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს დამატებითი საჩუქრები, როგორც უშუალოდ HappyShop-ის მაღაზიიდან, ასევე, ჩვენს პლატფორმაზე არსებული სხვადასხვა სავაჭრო ობიექტისგან.

M: როგორ გეგმავთ პლატფორმის სამომავლო განვითარებას?

მიზნად გვაქვს უფრო მეტ ბიზნესპარტნიორთან ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობა. გვინდა, ქვეყნის ყველა რეგიონში მომუშავე ქართველ დიზაინერები, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, მსხვილი თუ მცირე მეწარმეები ერთ სივრცეში გავაერთიანოთ, რათა ჩვენი პლატფორმის დახმარებით, საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლონ. მეორე მხრივ, გვსურს მომხმარებელს ონლაინ შოპინგის მარტივი და მოქნილი შესაძლებლობა შევუქმნათ.

ჩვენი ხედვით, ეს იქნება პლატფორმა, სადაც  საქართველოში დამზადებულ ქართულ პროდუქტს შეეძლება კონკურენცია გაუწიოს სხვადასხვა ცნობილ ბრენდს, მათთან ერთ სივრცეში განთავსებით.

 

[R]

გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი 31 მაისს გაიმართება

TikTok საძიებო სისტემის ვიჯეტს უშვებს