12
Dec
2019

მსოფლიოში პირველად, ელექტროთვითმფრინავმა კომერციული ფრენა შეასრულა

12 Dec 2019

Alta
Alta


ელექტროთვითმფრინავმა კანადაში პირველი კომერციული ფრენა შეასრულა და ეს, CNN-ის ცნობით, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. მოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს ავიაციის ინდუსტრიისთვის. ექვსადგილიანი თვითმფრინავი, რომელიც 750 ცხენისძალიან, სრულად ელექტრო ძრავაზე მუშაობს, ვანკუვერიდან სამშაბათს აფრინდა და როგორც წყაროები იტყობინებიან, 15 წუთის განმავლობაში იფრინა.

თვითმფრინავის გაშვების პროცესს. „დღეს ჩვენ ისტორია დავწერეთ“, – თქვა მან. მართლაც, ეს ფაქტი შესაძლოა ავიაციის მესამე დონის – „ელექტრო ხანის“ დასაწყისი იყოს.

 

Harbour Air-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაბალი ფასის, ეკომეგობრული საჰაერო გადაადგილების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეცვლის ავიაციის ინდუსტრიას და მსგავსი ტრანსპორტით გადაადგილება, უახლოეს მომავალში, ყველასთვის იქნება შესაძლებელი.

Harbour Air-ის ელექტროთვითმფრინავი აღჭურვილია ლითიუმის ელემენტით, რაც მას, ერთ დამუხტვაზე, 160 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობას აძლევს.

განხილვა