in

Hard Seltzer-ის სასმელს ბუზები ეხვევიან!

სასმელი ნამდვილი ხილის წვენისგან ხომ არ მზადდება?!

ზოგიერთი საკვების რეკლამისგან განსხვავებით, Truly Hard Seltzer მიესალმება ხილის ბუზებს და მათ VIP სტუმრებივითაც კი მასპინძლობს… რატომ? აბა, დაფიქრდით, ვის შეუძლია მათზე უკეთ დაადასტუროს, რომ სასმელი ნამდვილი ხილის წვენისგან მზადდება?!

კამპანიის 15-წამიან სიუჟეტზე Goodby Silverstein & Partners-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა — Truly-ს სასმელთან რეალურად გაუშვეს ბუზები და შემდეგ ისინი მიკროსკოპული ლინზებით გადაიღეს. შესაძლოა, მეთოდი არაორდინალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბუზები სასმელს ეხვევიან, ზუსტად იმას გვეუბნება, რისთვისაც ბრენდმა ეს კამპანია შექმნა.

დიახ, ხილის ბუზები, როგორც მათი სახელი გვეუბნება, მხოლოდ ხილს მოიხმარენ და სწორედ ამიტომ იზიდავთ მათ ის გამაგრილებელი სასმელები, რომლებიც ნამდვილ ნექტარს შეიცავს. 

შესაძლოა, იმასაც ფიქრობდეთ, რომ სასმლის წარმოჩენა ისეთ სითხედ, რომელსაც ბუზები ეხვევიან, არც ისე კარგი გათვლაა, მაგრამ ბრენდს კრეატიულობაში ქულები ნამდვილად ეკუთვნის — მათ აირჩიეს საუკეთესო სპიკერი ბრენდის ავთენტურობის დასამტკიცებლად და მერე რა, თუ ეს ხილის ბუზები იყვნენ?

დოკუმენტური სტილის კონტენტი მარკეტინგის მომავალია — ბრენდებს ადაპტირება სჭირდებათ

NASA ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ ფოტოებს მუსიკად აქცევს