9
Jul
2019

ტექნოპარკში Hardware Hackathon ტარდება

9 Jul 2019

12-14 ივლისს, ტექნოპარკში Hardware Hackathon გაიმართება. მარათონის მიზანი, შეზღუდულ დროში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების მოფიქრება და ამ იდეებზე დაფუძნებული პროტოტიპების შექმნაა.

„მონაწილეები ჰაკათონის დაწყებისას ეცნობიან გამოწვევებს, რის შემდეგაც იწყებენ მუშაობას. მათ უნდა მოიფიქრონ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები და შექმნან ამ იდეების პროტოტიპები. კონკრეტული პროექტების შესრულებისას მონაწილეებს სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტით მოამარაგებს კომპანია DAC“.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 15 წლის ზემოთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდური შემადგენლობით. თითო გუნდში, წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 5.

Hardware Hackathon-ში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ ორგანიზებით ტარდება. მისი პარტნიორები არიან: კომპანია DAC და კომპანია „აზრი“.

განხილვა