in

HARIBO-ს ნავში ბავშვები საუბრობენ?!

BOG
BOG

ამასობაში, HARIBO მისთვის საკულტო Kids’ Voices-ის რეკლამების 10 წელს აღნიშნავს და კვლავ გვთავაზობს რეკლამას ბავშვების ხმებით. ამჯერად შოტლანდიის მთებში ნავში მჯდომ ორ მეთევზესთან მივყავართ. თევზი კი არსად ჩანს, მაგრამ მათ ჰარიბოს ჟელიბონი აქვთ, რომელსაც ბავშვური ბედნიერების მოტანა შეუძლია… 

მოხარულები ვართ ახალი Kids’ Voices-ის რეკლამის გამოშვებით, რადგან შეგვიძლია გავართოთ ჩვენი მომხმარებლები და იმედი გვაქვს, ცოტა მეტ ბედნიერებასაც შევიტანთ მათ ყოველდღიურობაში. ნებისმიერი კამპანია, რომელიც 10 წელი გრძელდება და კვლავ სიამოვნებას ანიჭებს მომხმარებლებს, განსაკუთრებულია და ამაყები ვართ ჩვენივე ნამუშევრით, — აცხადებს ფილ მერფი, HARIBO UK & Ireland-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

HARIBO-ს კამპანიაზე Quiet Storm-ის სააგენტომ იმუშავა, რომლის წარმომადგენელი ტრევორ რობინსონი ამბობს: Kids’ Voices ახლა 10 წლისაა, მაგრამ კამპანია უფრო და უფრო ძლიერდება, ამტკიცებს, თუ რამდენად ძლიერი იყო თავდაპირველი იდეა და ინსაითი….

როგორ მივხვდეთ, რომ სამსახურიდან წამოსვლის დროა?

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ განახლებული ლოგო და კრეატიული კამპანია წარადგინა