in

Harley-Davidson 1908 აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული მოტოციკლი გახდა

115 წლის წინ შექმნილი Strap Tank Harley ყველაზე ძვირადღირებული მოტოციკლეტი გახდა მათ შორის, რომელიც აუქციონზე შეუძენიათ. ლას-ვეგასის Mecum-ის აუქციონზე იგი 935 000 დოლარად გაიყიდა და როგორც ამბობენ, ამ მოდელის 12 მოტოციკლიდან ერთ-ერთია. თანაც, ჰარლის ადრეული, იშვიათი მოდელია, რადგან უმეტესობა ან განადგურდა, ან პირად კოლექციებში იკავებს ადგილს. 

Harley-Davidson Strap Tank 1908 წელს კომპანიის ერთსართულიან ქარხანაში აეწყო და სახელიც მისი უნიკალური აგებულების გამო დაარქვეს — საწვავისა და ზეთის ავზი ჯვარედინი ნიკელით არის მიმაგრებული. ამხელა ფასს კი იმით ხსნიან, რომ მისი თავდაპირველი ნაწილები ხელუხლებელია, რაც მას კიდევ უფრო იშვიათს ხდის. 

HotCars-ის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, მანამდე ყველაზე ძვირადღირებულ მოტოციკლად 1951 წლის Vincent Black Lightning ითვლებოდა, რომელიც მფლობელმა 2018 წელს Bonhams-ზე 929 000 დოლარად შეიძინა. 2015 წელს კი Strap Tank-ის კიდევ ერთი მოდელი გაიტანეს აუქციონზე, რომელიც 715 000 დოლარად გაიყიდა. მართალია, ის უფრო ძველიც იყო და 1907 წლით თარიღდებოდა, მაგრამ არასდროს აღდგენილა, რის გამოც ამჟამინდელ რეკორდს ჩამოუვარდება… 

Skoda Enyaq iV VS Subaru Solterra – საოჯახო ელექტრომობილები

ჰაერის დაბინძურება ხანდაზმულთა მენტალურ ჯანმრთელობას აუარესებს — კვლევა