8
Jan
2019

რა ღირს Harley-Davidson-ის ელექტროციკლი?

8 Jan 2019

veon
veon


Harley-Davidson-ის ელექტრო მოტოციკლი ფართო ბაზარს 2019 წლის აგვისტოდან იხილავს. ბრენდმა თავისი პირველი ელექტროციკლი 2014 წელს წარადგინა. თუმცა, ელექტრო მოტოციკლი გასულ წლამდე ჯერ კიდევ კონცეპტი იყო. 2015 წელს, ფილმში “შურისმაძიებლები” LiveWire პირველად მსახიობ სკარლეტ იოჰანსონთან ერთად გამოჩნდა. მოდელი LiveWire სრულიდ ელექტრო სისტემაზე მუშაობს. ელექტრო სისტემაზე მუშაობამ გააადვილა მოტოციკლის მართვაც. როგორც კომპანიაში აცხადებენ, LiveWire 60 მილს (96კმ) სამ წამზე ნაკლებ დროში ავითარებს. დიზაინი კლასიკურსა და თანამედროვე სტილს აერთიანებს. ერთ დამუხტვაზე LiveWire-ს 110 მილის (176 კმ) გავლა შეუძლია და როგორც ამბობენ, აბსოლუტურად უხმოა. ელექტროციკლის მართვა აპლიკაციითაცაა შესაძლებელი. LiveWire-ის სამართავი პანელი კი სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი. LiveWire-ის წინასწარი შეკვეთა უკვე დაწყებულია. მისი ღირებულება $27,799-დან იწყება და ბაზარზე აგვისტოდან გამოჩნდება.

განხილვა