25
May
2018

Harley-Davidson-ის ახალი მოტოციკლი, რომელიც 360 ბრილიანტითაა გაფორმებული

25 May 2018

veon
veon


Harley-Davidson-მა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. შვეიცარიულ საიუველირო კომპანია Bucherer-თან ერთად, ძვირფასი თვლებით გაწყობილი მოტოციკლი გამოუშვა და როგორც ექსპერტები ამბობენ, ამით, ფაქტობრივად, ახალი ფილოსოფია შექმნა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=Nsnx7rl9IEs[/embedyt]

 

Blue Edition-ის აწყობას 2 500 საათი დასჭირდა. ის Bucherer-ის ლურჯი საათების სერიის ანალოგია, მათ შორის ფერითაც. მოტოციკლში 5.40 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი და ახალი სერიის საათია მოთავსებული, საბოლოო ჯამში კი 360 ბრილიანტის ქვითაა გაფორმებული.

რაც შეეხება მონაცემებს, Harley-Davidson-ის ახალი მოდელი აღჭურვილია V-twin ძრავით, აქვს 100 ცხენის ძალა და მაქსიმალურ სიჩქარეს საათში 116 მილს ავითარებს. ამასთან, თითის ანაბეჭდით იქოქება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, Blue Edition, მსოფლიოს ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული მოტოციკლია – მისი ფასი, თითქმის, $1.9 მილიონია.

წყარო: www.mashable.com

განხილვა